#57408091 · 15 Jan 2021, 16:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბატონმან ჩვენმან ბოლო გამოსვლისას გვესაუბრა თავის მემკვიდრეობა-მიღწევებზე და დანატოვარზე რა არის რეალური მდგომარეობა მოდით განვიხილოთ რა შეგვიქმნეს,რას გვამადლიან და ზოგადად ვცხოვრობთ თუ არა ისეთ რეალობაში რასაც გვეუბნევიან
ხელისუფლების მხარდამჭერები თუ წარმომადგენლები ძირითადად საუბრობენ გაურკვეველ მიღწევებზე მაგალითად: 1) ჯანდაცვის რეფორმა- რეფორმა რომელმაც დაღუპვის პირას მიიყვანა ჯანდაცვა, სამედიცინო დაწესებულებების ძირითადი ინტერესი არა ავადმყოფის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განკურნება არამედ მისი დაფინანსების მაქსიმალურად გამოწურვაა . ყასბებად იქცნენ ექიმები და ფაქტიურად ჯანმრთელ ადამიანს თუ მცირე ანომალიური გადახრა აქვს ორგანიზმში (რაც მსოფლიო პრაქტიკით დაშვებულია და არ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას გართულების გარეშე) სასწრაფოდ საოპერაციოდ ამზადებენ და არაერთი ფაქტი ყოფილა როდესაც სიკვდილით დასრულებულა. ჯანდაცვის რეფორმა ბიუჯეტის 1/3 გვიჯდება ყოველწლიურად იმ დროს როდესაც სადაზღვეო ბაზრის ხელშეწყობის შემთხვევაში არც ხარჯი დაგვიჯდებოდა და კონტროლსაც კერძო კომპანია მოახდენდა. 2) აღდგენილი სამართლიანობა- უდიდესი ცინიზმი , რამდენი ფაქტი შეიძლება ჩამოვთვალოთ უახლოეს 2 წელში მხოლოდ სადაც არათუ აღდგა სამართლიანობა არამედ გაუარესდა. კანონი სჯის მხოლოდ იმ ადამიანებს რომლებსაც შეხება არ აქვთ ოცნების ხელისუფლებასთან მაგალითად კანონი არ ეხება ეკა ყურშიტაშვილს,კიტა იზორიას, კომენდანტის საათის დროს ქეიფი კი მხოლოდ თელავის პოლიციის ჩინოსნებს და ოცნებასთან დაახლოებულ ექიმ-პოლიტიკოსებს აქვთ მკვლელობაზე რომ არაფერი ვთქვათ ასევე ,,ქაუნთერ სთრაიქს'' თამაშობს ახალქალაქის რემბო ენძელა შუა ქალაქში დღისით მზისით კვლაგ გრძელდება ელიტარული ,,ბარიგების'' მფარველობა ( დიდი კახაბერის საქმე) მაგრამ თუ სოფლელმა გლეხმა ერთი ძირი კანაფისი მოიყვანა ნარკორეალიზაციაზე აღუძრეს საქმე და რომ არა გირჩი დღესაც დიდი სასჯელით იჯდებოდა ის საცოდავი 3) კორუფცია- ფაქტიურად ყველა შტოში. ქუთაისის დროშის,მაკრახიძის ცოლის,პანდემიის პერიოდის გარიგებები,ქართულ ჯიგრულ პონტში ანთებული მწვანეს კარგად ითვისებენ ყველა გუბერნატორი,მერი და მასთან დაახლოვებული ნათესავ ძმაკაცები.საუკუნის პროექტად ქცეული ინფრასტრუქტურული პორექტები რომელთა 99% საც რატომღაც სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი დაფინანსება დასჭირდა და მაინც არ დასრულებულა ძალიან დიდი ნაწილი 4) მოსაზრება რომ არ გავღარიბებულვართ- გადავხედოთ სტატისტიკას მარტივად, დაწყებული ეროვნული ვალუტის დევალვაციიდან დამთავრებული ბიუჯეტის შემცირებით. გვაქვს საშინლად დაბალი ზრდა ეროვნულ ვალუტაში,მაქსიმუმამდეა ათვისებული საგარეო ვალი რომელიც 2012 წელს ლიმიტის მხოლოდ 30%-ს მოიცავდა. კატასტროფულ მდგომარეობაშია ექსპორტ-იმპორტის სალდო, ლარის უდიდესი ინფლაციის დროს გაზრდილია გადასახადები რაც გულისხმობს რომ საშუალო ქართველს რომელსაც შემოსავალი პირობითად 1000 ლარი ჰქონდა არათუ გაზრდილი გადასახადებით წინანდელზე მეტის გადახდა უწევს ხელფასიდან არამედ შეუმცირდა ამ ათასი ლარის მსყიდველობითი უნდარიც რაც ნიშნავს რომ მინიმუმ 2 ჯერ გაღარიბდა. ინფლაციის გამომწვევი მიზეზებს ისევ ამ გაღარიბებული საზოგადოებიდან ებრძვიან.უამრავ სიპს თუ აიპის დაფინანსებიდან,ბიუროკრატიული ხარჯების ზრდიდან,უბნის კოორდინატორ-ამომრჩევლების დაფინანსებიდან კი არ მომხდარა თურმე ჭარბი ფულის ემისია ბაზარზე არამედ ხალხს გაზრდია შემოსავალი.ამიტიომ ერთ ბრძენ კორუფციონერ დოლიძეს შეაქმნევინეს ე.წ,, საპენსიო ფონდი'' რაც არაფერია სხვა თუ არა რეკეტი სახელმწიფოს მხრიდან. 5) ეკონომიკური პრიორიტეტები- ჩვენი ბრძენი ბატონი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლისას სხვადასხვა რეგიონებში შეხვედრისას აბუჩად იგდებდა ტურიზმის პერსპექტივას. საუბრობდა რომ ტურიზმი არ უნდა იყოს პრიორიტეტი ( ასანთის ქარხნის მაგალითი) რეალურად მთელი 8 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა დგას ტურიზმზე.თუ დორბლას 6 მილიონ ტურისტზე 2012 ში სასაცილოდ იგდებდა ბრძენი კაცი მის მიერ დასმული პრემიერი სიმბოლურად 8 000 000 ე ტურისტს საჩუქრებით დახვდა. არ გაუმჯობესებულა ტურისტული ინფრასტრუქტურა, არ მომხდარა სერვისისა და მომსახურების გაუმჯობესება , არ კეთდება არაფერი ცნობადობის გასაზრდელად პირველი და მეორე დონის ქვეყნებში ტურიზმი ინერციით არსებობს სამწუხაროდ დღეს თუ ტურიზმი არ იწვევდა ოცნების ხელისუფლების სიმპათიებს სამწუხაროდ ვერ შემოგვთავაზეს ახალი გგმა და პრიორიტეტბი . ისევე ბატონ ბიძინას დაცინულმა ქართულმა სამხედრო მრეწველობის საწყისმა შემოიტანა დიდი თანხა ამ რამოდენიმე წლის წინ ფაქტიურად ზაბიგალოვკად გადააკეთეს დელტა რომელიც ჩვენისთანა ქვეყნისათვის სწორი სუბსიდირების შემთხვვაში დიდი თანხების შემომტანი უნდა გამხდარიყო საქართველოს რკინიგზა რომელსაც ათეულობით მილიონი შემოჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტში ზარალზე გაიყვანეს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით,შემდეგ ამის შემოქმედი მთლად პრემიერად დაგვისვეს არავინ ებრძვის დემპინგს და ისევ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა საქართველოში არსებული სამრეწველო ობიექტების ან დახურვა ან წარმოების შემცირება (აგარის ქარხანა,ჰაიდელბერგი,სამკერვალო ქარხანა და სხვები) ოცნების ხელისუფლების ეკონომიკურ პრიორიტეტად როგორც აცხადებენ იყო სოფლის მეურნეობა რომელიც მერამდენე ათეული წელია გვაწევს ხალხს. ანუ ჩვენი გადახდილი ფულით მოგვყავს პროდუქცია რაც კოლოსალური თანხები გვიჯდება და შემდგომ ამ მოყვანილს ისევ ჩვენი გადახდილი ფულით ყიდულობს ღვინის ქარხნები და გააქვთ ექსპორტზე (ხო მაგარი სამართლიანი სქემაა? ))) 6)თავისუფლად სუნთქვა- თავისუფლად სუნთქვას შეეწირა სატელევიზიო მაუწყებელი იბერია,საქმეა აღძრული ტვ პირველის დამფუძნებლის წინააღმდეგ, ხოლო მთავარი არხის მეპატრონე მას მერე აღმოჩნდა დამნაშავე რაც გადაწყვიტა არხის შექმნაში ინვესტიცია განეხორციელებინა. თავისუფლად სუნთქვის კარგი მაგალითი იყო მამუკა ხაზარაძის ქეისი. როდესაც ანაკლიის პროექტის გამო 10 წლის წინანდელი ფინანსურ ტრანზაქციაზე პროკურატურამ საქმე აღძრა.
მოკლედ ძვირფასო ოცნების მხარდამჭერებო რაც მიწერია მაქსიმალურად შევეცადე გამეშალა კონკრეტული მაგალითებით და მჯიღის ცემისა და წყევლის ნაცვლად მავანი დეტალებზე ორიენტირდით და მითხარით რატომ ხართ თქვენ მართლები და რატომ არის ეს მოცემულობა მცდარი? პს სანამ ვინმე დამასწრებთ მიშა ვარ ნაცები ჩემი შექმნილია და ზოგადად მიშას ბიძას ვმართავ
იმედია ობიექტურად იმსჯელებთ და არ გადახნავთ თემას ტროლ ბოტები
--------------------
JAZZ IS LIFE
,,ბედნი -ერი''-ს მოქალაქე
,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს.თავისუფლების ძებნაში მკვდარი''!!!
მე უკვე დავეხმარე ჰერმიონას ბოზის ფულით თავში სისხლი რომ ასხამდა ამიტომაც საერთოდ არაფერზე ვღელავ.@lovelock
|