მაგ ფილმში ცოტა კი არა, კარგად გადაჭარბებულია ბევრი მომენტი.
ჯერ ერთი სალიერის ასეთი სიძულვილი მოცარტისადმი გამოგონილი ამბავია, რაც არც ისე სამართლიანია მის მიმართ.
თანაც, არც ეგაა ვინმე რიგითი კომპოზიტორი, საკმაოდ კარგი კომპოზიციები აქვს.
ასევე, სინამდვილეში, მოცარტის გვამი არ ჩაუგდიათ სხვა მოცვალებულებთან ერთად ერთ დიდ და საერთო თხრილში.
სინამდვილეში მისი საფლავი იყო ინდივიდუალური, ურბრალოდ საერთო სასაფლაოზე, პომპეზურობის და რაიმე აღმნიშვნელის გარეშე. ანუ, არა არისტოკრატებისთვის განკუთვნილი სასაფლაო იყო და მუნიციპალიტეტს შეეძლო მსგავსი სასაფლაოები მალევე გამოეყენებინა სხვადასხვა მიზნებისთვის, ან ხელმეორე დასაფლავებისთვის.
მაშინდელ ვენაში მსგავსი პროცედურები ჩვეულებრივი ამბავი იყო.
რომანტიზმები და ტრაგიზმები კარგია, მაგრამ არც მთლად ეგრე იყო საქმე.
ბევრად მეტი რომ ეკუთვნოდა ჰერ ამადეუსს, ფაქტია.
ამიტომ, მის სამშობლოში, გერმანიაში უნდა დაეკრძალათ
"ქალი მეომრის პირველი მტერია! განსაკუთრებით, ევროპის ტერიტორიაზე." - პიპინია ერისთავი
"ომი ომია! Я был строг с людьми, но нежен с лошадьми!" - პიპინია ერისთავი