არა, იყოს, თავისი გაჭირვება ეყოფა.

ჩემი ცხოვრების გამწარება მაინც ვერავინ მოახერხა.

თქვენ უნდა გენახათ, როგორ მოიხადა როზეტამ ჯარი.

როზეტას გადამკიდე მამაჩემმაც ხელმეორედ მოიხადა.
მამაჩემს მიჰყავდა და მოჰყავდა. დილაუთენია აახმაურებდა ეზოში მანქანას და ელოდებოდა.
დედაჩემი ცალკე უმზდებდა საჭმელს წასაღებად.
ეს კიდე ნელა ადგებოდა და მიზოზინებდა. სულ აგვიანებდა. სულ. და სულ ეჩხუბებოდა ლეიტენანტი.
ერთხელ სულ არ წავიდა. მეძინებაო.

სახლში მოაკითხა ლეიტენანტმა. ყაზარმაში გაგიშვებო.

ცალკე დედაჩემის მუდარა, სირცხვილი და ემოციები...
ერთხელ საგუშაგოზე მდგომს უბრალოდ მობეზრდა და მოხია სახლში.

ერთხელ წყალზე გაგზავნეს, დაყარა ბოთლები და გამოიქცა.

მოკლედ ბოლოს, როგორც იქნა, რომ დაასრულა "სამსახური" მადლობას იხდიდა ლეიტენანტი, როზეტას გამო პრობლემები რომ აღარ შეექმნებოდა და ყველამ დავისვენეთ.