#58946140 · 1 Mar 2022, 00:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GEORGEXIII რუსული პრემიერლიგა უახლოეს 1-2 დღეში სრულად ჩამოიქცევა, ორი მარტივი მიზეზის გამო: 1. ხელფასებს ვეღარ გადაუხდიან ლეგიონერებს 2. არცერთი ნორმალური და თავმოყვარე ფეხბურთელი არ მოინდომებს იმ ქვეყნის ჩემპიონატში თამაშს, რომელიც ფიფა-უეფადან სრულად მოკვეთილია და ვეღარცერთ საერთაშორისო ოფიციალურ ტურნირში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ჯუღელი კი არის კაცი, რომელსაც ახალგაზრდა, ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები მიყავს რუსეთში, მარტივი სქემით: პირადად მათ ან მათი ოჯახის წევრებს (მამებს) აძლევს (საჩუქრად) იმხელა თანხას, რომელიც გაჭირვებული ქართული ოჯახისთვის არც ისე მცირეა და მათ ადამიანად აგრძნობინებს თავს, მერე პირდება, რომ სინჯების გარეშე და საკუთარი ხარჯებით წაიყვანს და მოაწყობს გუნდში, სადაც ასევე ისეთ ხელფასს გადაუხდიან, რო მლის მსგავსსაც რიგითი ქართველი ვერც იოცნებებს. ამ მარტივი სქემით აბამს მათ და თან "ჯიგარის" სახელი აქვს და სიტყვის კაცის, რო აი, ტიპმა ამხელა ფული მაჩუქა, ვალებიდან ამოვძვერი, სახლი ვიყიდე, მანქანა ვიყიდე, რასაც შემპირდა შეასრულა და ეხლა მე მაქვს სტაბილური, კარგი შემოსავალი...და ამ დროს იმის გაანალიზება არავის უნდა, რომ ის ნაჩუქარი ფული მარტივი ინვესტიციაა და არც ისე დიდი ფულია რუსეთში და არც ჯიგრობის გამო აკეთებს ეგ კაცი მაგ ყველაფერს, აკეთებს იმიტომ, რომ ამათი ხელფასიდანაც მუდმივი წილი აქვს, უშუალოდ ტრანსფერიდანაც და შემდგომ ტრანსფერიდანაც. ჯიგარი რომ იყოს, ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველებს არ გაიმეტებდა კარიერის დასამარებისთვის. ჩემთვის დასამარებაა, როცა მიდიხარ ისეთ კლუბში, საიდანაც ვერასდროს მოხვდები ტოპ 5 ლიგაში ან მოხვდები ბევრად გვიან და რთულად, ვიდრე ნორმალური ევროპული ქვეყნის ლიგიდან.
This post has been edited by analgin on 1 Mar 2022, 00:56
|