არა, ჰარი პოტერის ახალ წიგნში მოქმედება საქართველოში არ ხდება.
თუმცა, ბევრი ქართველი პოტერჰედის ოცნება, რომ საკულტო საგაში საქართველოც გამოჩენილიყო რაიმე ფორმით, როგორც იქნა, ასრულდა. პოტერიადის სერიაში გამოჩნდა საფრანგეთი, ირლანდია, რუმინეთი, ბულგარეთი და ალბანეთიც კი, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველო ვერც დრაკონების შესასწავლად გამოდგა კარგი ადგილი და ვერც — ვოლდემორის დასამალავად.
მიუხედავად ამისა, ბესტსელერი საგის იტალიური გამოცემის ახალ ყდებზე ნაცნობ ფიგურას ვხვდებით. სერიის დასკვნითი წიგნის, ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების ყდაზე ჩანს ხიდი, რომელიც, რაღა დაგიმალოთ, ძალიან ჰგავს ბევრის მიერ მიჩნეულ თბილისის სიმბოლოს — მშვიდობის ხიდს.
ეს ყველაფერი დამთხვევად, ან, უბრალოდ, ყდის დიზაინერის საქართველოთი გატაცებად ჩაითვლებოდა, რომ არა ერთი საინტერესო გარემოება — მშვიდობის ხიდის და სიკვდილის საჩუქრების იტალიური გამოცემის გარეკანის უკან ერთი და იგივე ხელოვანი, მიკელე დე ლუკი დგას.
https://on.ge/story/74317-%E1%83%B0%E1%83%9...IrHY7EAg_XMe818კარგი ინფოა. აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას. რაც მთავარია ვიღაცას სადღაც მაინც ვახსოვართ :დ
მოკლედ ყდის და ჩვენი ხიდის არქიტექტორი ყოფილა ერთი და იგივე პიროვნება და მაგანაც ადგა და ხიდი გადაიტანა ყდაზე.
ახლა იტალიელები ადგებიან, დაგუგლავენ ყდაზე არსებულ სურათებს, ნახავენ რომ საქართველოშია და სი ჩერტო ბადაგონიო იტყვიან.
მაფიოზები აქ ჩამოვლენ დასასვენებლად, ფებურთელები აფერისტობაში ოცნების დეპუტატებს გაეჯიბრებიან და ავშენდებით.
მოგვაწყდება ტურისტი. ესენი ცაკეტავენ საზღვრებს და ვიზაირს კიდევ ეთხელ მოიწვენვენ დაკიდევ ერთხელ გააგდებენ, ამგრამ მაინც.
პ.ს ის წერაქვები , აი ეს ხიდი რომ უნდა დაგენგრიათ, ისევ ალესილი გაქვთ თუ ნაცების არ იყოს, ეს ხიდიც დაამთავრეთ და გაანადგურეთ? :დ
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "