18 წელზე მეტია ეგ ბიზნესი მაქვს.
სახლებს ვაშენებ.
მოკლედ, საძირკველიდან დაწყებული სახურავით დამთავრებული, ყველა კოდი და სტანდარტი ვიცი, აუცილებელიცაა, სხვანაირად ლიცენზიას ვერ მივიღებდი.
ბევრი რამის დაწერა შემიძლია, ანუ რა და როგორ არის, მაგრამ "შორს წავალ".
"ხის სახლები", თქვენ წარმოიდგინეთ და კანადაში, ასევე ალასკაზეც იგივე კონსტრუქციით შენდება, როგორც სხვა შტატებში.
აბა ჩემებმა რა ქნეს მანდ?!
2 მეტრის სიღრმის საძირკველი გაათხრევინეს, თანაც 60სმ სიგანის და ბეტონით გაავსეს.
გაანგარიშებული ბიუჯეტი, მარტო საძირკველში დამიხარჯეს.
ორი პირი ბლოკით ააშენეს საშინელება.
დასანგრევია ის შენობა!!!
ჰო, ამერიკელები "უტვინოები" არიან ეგეთ სახლებს რომ აშენებენ.
მეტს აღარ დავწერ.