რატომ, რისთვის და როგორ ვირჩევთ?
1. ვირჩევთ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს და ეგ მაინც აღარ გაგვძარცვავს?
არ გაამართლა ამ მოტივმა - ბევრი ფული იმიტომ ჰქონდა, რომ ფულის გიჟი იყო, ხოლო ფულის გიჟი რატომ უნდა მიუშვა კარმუშკასთან?
2. სიმპათიურია და ჭკვიანურად ბაზრობს!
საზოგადოდ, თაღლითები ყველაზე სიმპატიურები არიან და ძალზედ დამაჯერებლად ბაზრობენ!
თუ არ გჯერათ, გადახედეთ უახლოეს ისტორიას.
3. ბევრი ხალხი უჭერს მხარს და მაინც ეგ გაიმარჯვებს!
ტოტალიზატორია, ბლიად?
4. ყველა მკიდია, იმიტომ რომ მშია და დავაი გამოუშვით 5 კილო კარტოფილი!
მოკლედ, მოტივები მრავალგვარია, ხოლო შედეგი - ყოველთვის ერთი და იგივე...
თუ პოლიტიკოსს ვირჩევთ იმისათვის, რომ გარკვეულ ფენას გაუსწოროს, ცხადია ეს გასწორება მოხდება სხვა ფენის ხარჯზე და ეს სხვა ფენა გაბრაზდება - შემდგომ არჩევნებზე მოინდომებს რევანშის აღებას, ხომა? ჰოდა, თანდათანობით გაღრმავდება ფენებს შორის ანტაგონიზმი და კაცმა რომ თქვას, ეს უკვე მოხდა კიდეც.
ამიტომ, როცა ვირჩევთ პოლიტიკოსს, ან პოლიტიკურ ძალას, უმჯობესია ავირჩიოთ ისეთი, რომელიც კონკრეტულ სოციალურ ფენებს არ ეყრდნობა და სხვა ფენებს ფეხებზე არ იკიდებს!
როგორ?
აი, გადავხედოთ დრევამდელ მოცემულობას:
ახალი კვლევებით რამდენიო? ქოცებს 31%, ნაცებს 5%-ო, არა?
მე ასეთი გამოკითხვების არ მჯერა, მაგრამ პირობითად მივიღოთ შემდგომი მსჯელობისთვის.
მოდით, ასე დავსვათ საკითხი:
1. რამდენ ხმას მიიღებდა ქოცნება, ნაცებს რომ მორატორიუმი გამოეცხადებინათ 2020 არჩევნებში მონაწილეობაზე?
ქოცბოტებოო! გულზე დაიდეთ ხელი, თუ გინდათ - ფეხიც, და ალალად მიპასუხეთ!
2. რამდენ ხმას მიიღებდნენ ნაცები, ქოცები რომ მანამდე დაშლილიყვნენ და გადაშენებულიყვნენ, ან ყოფილიყო კანონი, რომელიც აკრძალავდა 2-ზე მეტი ვადით პარტიის არჩევნებზე დაშვებას?
ნაცებოო? იმ ერთი მუჭა მიშმადიდებელი სექტის გარდა ვინ ოხერი-მუდრეგი მოგცემდათ ხმას?
3. დავუშვათ, არც ქოცია ამქვეყნად და არც - ნაცი. როცა ქვეყანაში ასეთი კრიზისია, ამომრჩეველთა რა რაოდენობა მივიდოდა არჩევნებზე? ხომ ცხადია, რომ ამ ორი ნაგავი პარტიის მიერ დამყარებულმა მონოპოლიამ და "სუაგაკრეფამ" სრულ აპათიასა და ნიჰილიზმში ჩააგდო ხალხი?
ჰა, გაიაზრეთ!
ანუ, გვყავს ორი წამყვანი პარტია, რომლებსაც უფრო მეტი ვერ იტანს, ვიდრე მხარს უჭერს და ეს პარტიები ერთმანეთთან ვითომ მამასისხლად არიან გადაკიდებულები, ხომა?
ეს კი ხომ იმას ნიშნავს, რომ რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს, საზოგადოება მაინც მუდმივად იქნება დაპირისპირებული?
და ასე გინდათ ქვეყნის აშენება?
ხომ არ სჯობია, რომ ბიულეტენში შევიდეს პუნქტი - "ვისი დანახვა არ გინდათ პარლამენტში?"
ხვდებით?
პარტიას, რომელსაც მხარდამჭერებზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, პარლამენტში არაფერი არ ესაქმება!
ბიულეტენში უნდა შეიძლებოდეს რამოდენიმე კითხვას გაეცეს პასუხი:
1. ვინ მინდა სულით და გულით.
2. გულზე არ მეხატება, მაგრამ არც გული არ გამისკდება - იყოი, რა!
3. გინდ ყოფილა, გინდ - არა
4. რა ჯანდაბად მინდა?
5. არავითარ შემთხვევაში!
ასე რომ ჩატარდეს ხმების დათვლა, აღმოჩნდება, რომ ნაცები და ქოცები ძალიან მინუსებში წავლენ.
ეს რას მოვცემს? მოგვცემს იმას, რომ პარლამენტში იქნებიან ძალები, რომლებიც ერთამენთის ჯინაზე ქვეყანას არ მტრობენ!
ეს მოგვცემს იმას, რომ მოსახლეობის ნიჰილისტური ნაწილს კვლავ მოუბრუნდება გული დემოკრატიაზე და ასპარეზი გაეხსნება ახალ ძალებს, რაც ხარისხობრივად გააუმჯობესებს საკანონმდებლო საქმიანობას!
და ყველაზე მთავარი - ძუქანას ყროყინი აღარ იქნება ჯადო-ყუთში, და არც სხვა მაწაკი ჟურნალიუგების...
მერე კანონები რომ მოწესრიგდება და ვირთხებიც მიატოვებენ კარმუშკიდან ხაპვას, დოვლათი დაგროვდება, ფინანსურად მომძლავრდებით, სწავლასაც ფასი დაედება, შრომასაც, ჩემს გიტარებსაც იყიდით და თუ კარგად მოიქცევით, დაზგურ ფერწერასაც დავუბრუნდები...
არ გინდათ რძე და ყველი? მაშინ რაც გაქვთ, იმით დაკმაყოფილდით - ახიც იქნება თქვენზე.