ვიოლა ფონ კრამონი - ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავალი გვჭირდება და არა ისეთი, როგორიც „ვარდების რევოლუციის“ დროს - ახლა, 2021 წელს ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არისევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრის, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საჭიროა, რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერება გამოიჩინონ და როგორც არჩეულმა პარლამენტარებმა, პოლიტიკურ სისტემაში თავიანთ როლზე იფიქრონ.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მიუხედავად არჩევნებში დარღვევებისა, ამას საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლა არ შეეძლო.
„მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვიყო, მენდომებოდა, რომ ყველას თავისი მანდატი აეთვისებინა. ვიცი, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ჩართვა ვერ შეძლო - ეს ნამდვილად სამწუხარო იყო. ჩვენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს მისიაში ჩართვის თაობაზე თხოვნით მივმართეთ. თუმცა, ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც იყვნენ და შეგვიძლია დავინახოთ, რომ მიუხედავად დარღვევებისა (სიყალბის შემთხვევები იყო), ამას საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლა არ შეეძლო. კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა და სხვა ელჩებმა, მოლაპარაკებების პროცესი დაიწყეს - მე ყველს ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერება გამოიჩინონ და როგორც არჩეულმა პარლამენტარებმა, პოლიტიკურ სისტემაში თავიანთ როლზე იფიქრონ. როგორც NDI-ს კვლევით ვიხილეთ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არჩეული პარლამენტარებისგან სწორედ ამას ელის. იგივე შემიძლია ვთქვა მეც, როგორც ევროპარლამენტარმა - მე კოლეგები მჭირდება, მსურს, რომ ერთად ვიმუშაოთ, ამ მხრივ ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) წამყვანი როლი მაქვს - პარტნიორები მჭირდება, სხვანაირად როგორ ვიმუშავებ? როგორ შევძლებ საქართველოს პარლამენტთან მუშაობის დაწყებას, თუ იქიდან პოზიციას არავინ გამოხატავს - თუ კომიტეტები არ იმუშავებენ, თუ ოპოზიციის ან მმართველის გუნდის მხრიდან რეფორმების ინიცირება არ მოხდება? შესაბამისად, თუ კომპრომისი რაც შეიძლება ადრე მოიძებნება, ეს ჩვენთვის შვება იქნება, რათა პარლამენტი მუშაობას დაუბრუნდეს. ესაა ჩემი ზოგადი შეფასება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავლის პოვნაა საჭირო.
„როგორც აღვნიშნე, არსებობს სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები. ისინი ღიად საუბრობენ დარღვევებსა და სიყალბეზე. ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა, არც შიდა დამკვირვებლების მხრიდან, როგორიც ISFED-ია და არც სხვებისგან, იქნებოდა ეს ეუთო/ოდირი თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. თუმცა, არც ერთ მათგან არ უთქვამს, რომ ამ დარღვევების გარეშე, რეზულტატი, არჩევნების საბოლოო შედეგი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა. თუ არჩევნების გამეორება ან მცირე კორექცია მოხდებოდა, მაგალითად 2 ან 3%-ის - დიახ, ეს ოპოზიციისთვის უფრო ადვილს გახდიდა, რომ მუშაობას შედგომოდნენ. თუმცა, საპარლამენტო ურავლესობას, ალბათ, მაინც „ქართული ოცნება“ მოიპოვებდა, მაგრამ ამაზე სპეკულირება ჩემი საქმე არაა. მე ვნახე, რომ, მაგალითად, შიდა სადამკვირვებლო პლატფორმა, რომელიც, როგორც წესი, ძალიან აპარტიული და დაბალანსებულია (მათ კერძო ინტერესი ამ პროცესში არ აქვთ, ისეთი, რომლის შემჩნევა მე შემეძლო), აშკარად აჩვენებენ, რომ განსხვავება არც ისეთი დიდია, როგორზეც ოპოზიცია აცხადებს პრეტენზიას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავალი გვჭირდება, რათა მათ დაიბრუნონ თავიანთი როლი და გააცნობიერონ, რომ ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, ხალხს კონსტიტუციური, საკანონმდებლო გამოსავალი სჭირდება და არა ისეთი, როგორიც 2003-2004 წლებში გვქონდა, „ვარდების რევოლუციის“ დროს - 2021 წელს ამის დრო არ არის. ხალხი არჩეულ წარმომადგენლებს პარლამენტში ელის. მსგავსი მოლოდინი გვაქვს ჩვენც, ასევე ისიც, რომ შემდგომ არჩევნებზე ნაკლები სიყალბე და ძალადობა იქნება და ისიც, რომ არც პანდემია იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი. ვფიქრობ, ადგილობრივი და სხვა ტიპის არჩევნების დროს უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის უფრო მეტად სამართლიანი იყოს. თუმცა, როგორც ვთქვი, საბოლოო შედეგი ცოტათი განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად“, - განცხადა ფონ კრამონმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
https://www.interpressnews.ge/ka/article/63...nis-dro-ar-arisმაიკლ გალერი - იმ არგუმენტების წამოწევა, რომლებიც ოპოზიციას აქვს, პარლამენტში სჯობს - არასამართლიანად მიღებული ხმების ჩამოკლების შემთხვევაშიც, დარწმუნებული არ ვარ, რომ საპირისპირო შედეგს მივიღებდით, მათ არგუმენტებს ავტომატურად 100%-ით ვერ მივიღებევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატები მოიპოვეს, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
როგორც გალერი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, „თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია“.
:რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირმა გასულ წელს, პოლიტიკური შფოთების დროს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. მათ ადგილზე მოლაპარაკებებისა და მედიაციის სახით სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მაგიდის ირგვლივ შეკრიბეს და შეთანხმების მიღწევა შეძლეს. მესმის, რომ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ შექმნილი უხერხული სიტუაცია კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანაბარი გარემო - ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ყოველთვის ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ. თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია.
როდესაც არჩევნებზეა საუბარი, თუ როგორ ჩატარდა ის, ყოველთვის ვამბობ, რომ არაერთ არჩევნებს დავკვირვებივარ, ბოლოს საქართველოშიც (2020-ს არ ვგულისხმობ), არჩევნები მთლიანი პროცესია, სამართლებრივი მოწყობით, მომზადებით, ის მხოლოდ საარჩევნო დღე არ არის, ან ის თუ რამდენად სწორად ითვლიან ხმებს, ან არიან თუ არა საარჩევნო უბნებთან ხალხი, რომლებიც დამაშინებლად გამოიყურებიან. მე ეს ადრეც მინახავს და ჩვენ ეს ახლაც ვნახეთ. ეს ცუდი ჩვევებია, ამ რეალობის წინაშე ამომრჩევლები არ უნდა იდგნენ. ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმებების შესრულებას ვითხოვთ, რომელიც კარგ მმართველობას და დემოკრატიულ მოწყობას ეხება. შესაბამისად, სამიტისას ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის შესახებ დეტალურ შეფასებებს ვაკეთებთ. რაც გასაკრიტიკებელი იქნება გავაკრიტიკებთ, ხოლო ის, რაც მისაღებია - მიღებული იქნება, თუმცა, საერთო ჯამში, იმას, რაზეც საქართველოსთან შევთანხმდით, დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს თქვენი შესასრულებელია“, - განაცხადა ინტერვიუში ევროპარლამენტარმა.
მისივე განცხადებით, არჩევნები სხვადასხვა გარემოების ერთიანი პროცესია და „როდესაც ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მტკიცებებს, ეს გამოძიების ნაწილი უნდა იყოს“.
„მესმის, მაგრამ იმ არგუმენტების წამოწევა, რომლებიც მათ აქვთ, პარლამენტში სჯობს, ვფიქრობ, ამას საზოგადოებაზეც მეტი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე მაგალითად, ამის პრესკონფერენციაზე გაკეთების დროს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც უნდა იკამათო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ მმართველი პარტია არასწორად იქცეოდა. თუ ისინი ამას საპარლამენტო სესიაზე მოისმენენ, ვფიქრობ, ამას სხვა ეფექტი ექნება. მაგალითად, როცა საქმე მტკიცებებს ეხება - როცა გადახედვაზე ან გამოძიებაზეა საუბარი, ვფიქრობ, რომ მან ყველა ასპექტი უნდა მოიცვას, ის მხოლოდ გადათვლას არ უნდა ეხებოდეს. როგორც წინა ჯერზე ვთქვი - არჩევნები სხვადასხვა გარემოების ერთიანი პროცესია და როდესაც ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მტკიცებებს, ეს გამოძიების ნაწილი უნდა იყოს. მმართველი გუნდი კონკრეტულ ასპექტებს ეთანხმებოდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. იმას ვგულისხმობ, რომ მიღებულმა ხმებმა საკმაოდ დიდი შედეგი აჩვენა. არასამართლიანად ან არასწორად მიღებული ხმების ჩამოკლების შემთხვევაშიც, დარწმუნებული არ ვარ, რომ საპირისპირო შედეგს მივიღებდით. ვიცი, რომ ეს ორი პარტია ჩვენი პარტნიორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არგუმენტებს ავტომატურად 100%-ით მივიღებ. ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებთ - განსაკუთრებით, როცა ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეხება...
ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დემოკრატიით განვითარება მოდის, განვითარება მათთვის და არა მხოლოდ იმ ბედნიერი უმცირესობისთვის, რომელიც ამით ხეირობს. ზოგადად, იმ გზას, რომელზეც საქართველო დგას, უნდა ჰქონდეს პერსპექტივა, რომელსაც ენდობიან - ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ ვისაც ირჩევენ, ისინი სანდოები არიან და ხალხისთვის მუშაობენ. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ალტერნატივების სახით ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი გყავს, თავიანთი რეპუტაციებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და არჩევანი გაქვს გასაკეთებელი - ალბათ, ხალხის ნაწილი ცოტათი უიმედოდაა, ასე რომ ვთქვათ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
https://www.interpressnews.ge/ka/article/63...-it-ver-mivigeb * * *
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3