დიდი და პატარა სიკეთე არ არსებობს.
დღეს მესიამოვნა და თან უხერხულად მაგრძნობინა თავი ერთმა მომენტმა. მოგიყვებით.
ბავშვობაში პუტკუნა კლასელი მყავდა, ყველაზე მეტად ვისთანაც ვმეგობრობდი. ჰოდა ტანსაცმელები რომ უპატარავდებოდა, დედამისი გადამიწყობდა და მაძლევდა ხოლმე. რამდენიმეჯერ სკოლაში შენიშნეს სხვა ბავშვებმა, ეგ ზედა ხომ ანას იყოო :დდდ ჰო მეთქი და რაღაცნაირად შემრცხვა, რადგან ბავშვი ვიყავი... და მას მერე ვცდილობდი სკოლაში არ ჩამეცვა მისი ნაჩუქარი ტანსაცმელები.
ბოლო წლებია უკვე მე მაქვს დაგროვებული ბევრი ტანსაცმელი და ჩემს უმცროს დეიდაშვილებს ვაძლევ ხოლმე და ახლა უკვე ჩემი ძმის ცოლსაც.
ამას წინათაც რომ დავალაგე, გადავაწყვე რაღაცები და დეიდაჩემის მეზობელს გავუგზავნე. გაჭირვებული ოჯახია, ჩემი ტოლი ორი გოგოა. მათი დედა დეიდაჩემის სახლს ალაგებს. დეიდაჩემთან ვარ ახლა და დღეს რომ მოვიდა ეგ ქალი დასალაგებლად, ჩემი ჯემპრი და ქუდი ეხურა, რომელიც თავის გოგოებს გავუგზავნე მე.

ჰოდა თავიდან ძალიან გამიხარდა და გამითბო გული, მაგრამ მერე დავფიქრდი, მეთქი ამ ქალსაც ხომ არ შერცხვა ახლა, როგორც მე მრცხვენოდა ბავშვობაში კლასელების, როცა მეგობრის ძველი ტანსაცმელი მეცვა.
შეიძლება მაგ ქალსაც ჰქონდა ეგ მომენტი და ცოტა უხერხულად ვიგრძენი მერე თავი...
პ.ს. ჯერ კიდევ ბევრი ნივთი მაქვს გარდერობში, რომელსაც არ ვიყენებ და კიდევ უფრო შევამცირებ და დავალ მინიმალიზმე ალბათ.
უბრალოებას არაფერი ჯობია და ვისაც რითი შეგვიძლია, იმით უნდა ვაკეთოთ სიკეთე. თუმცა იმედია ოდესმე ისეთი ცხოვრებაც მექნება, რომ მატერიალური სიკეთეები ვაკეთო.
This post has been edited by ბანჯოო on 28 Jan 2021, 21:50