(ა)იპ – მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრს, სადაც 2018-2019 წლებში ჯამში დასაქმებული იყო 73-80 პირი, 18 მეეზოვე ჰყავს, რომელთაც ხელმძღვანელობას 8 პირი უწევს. ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მარტვილის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობას ეხება.
დოკუმენტში წერია, რომ ა(ა)იპ-მა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტაცია, კონტროლის ჯგუფის ამ რაოდენობით არსებობის აუცილებლობის შესახებ.
გარდა ამისა, აუდიტი ამბობს, რომ საშტატო ნუსხის მიხედვით, ორგანიზაციაში ასევე დასაქმებული იყო 6 მეველე, რომელთა ფუნქციას წარმოადგენდა ქ. მარტვილის ცენტრის დაცვა მოხეტიალე პირუტყვისაგან.
„აღნიშნული პირების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ა(ა)იპ-ის საშტატო რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი და მათი რაოდენობა არ შეესაბამება რეალურ საჭიროებას“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
https://bm.ge/ka/article/martvilis-ketilmow...---auditi/74613მოკლედ რო ვთქვა, 18 მეეზოვე დაასაქმეს, და ზემოდან 8 უფროსი დაუყენეს. ასევე შექმნეს შტატი, სადაც 6 კაცი ქუჩიდან საქონლის გადადენით იყო დაკავებული.
და ამ ყველაფრის მერე იტყვით არჩევნები არ გაყალბდაო? იცით მაგათ ფულს საიდან უხდიან? ქალაქში რო ხალხი 16 საათს მუშაობს დღე-ღამეში, 2 შვილი რო ყავთ და ხელფასი რო 500 ლარი აქვთ, იმ ხუთასი ლარის 20% ით უხდიან მარტვილში მაგ პარტ აქტივისტებს.
დაიწყეთ გაპრავება
დეგა ვიცი რო ესაა ევროპა და ვიცი რო ეს გვინდოდა და ვიცი რო საბჭოთა კავშირი სამოთხე იყო.