სოციალურ ქსელ რედიტზე r/WallStreetBets საბრედიტის წევრებმა შეისყიდეს კომპანია GameStop-ის (ვიდეო თამაშების მაღაზიათა ქსელი) აქციები, რასაც შედეგად არაერთი ჰედჯ ფონდის გაბანკროტება მოჰყვა.
"ჰედჯ ფონდი" საინვესტიციო ფონდია, რომელიც ინვესტორების ფინანსების pooling-ის გზით იქმნება. ჰედჯ ფონდები ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობით არიან დაკავებული. ერთ-ერთი მათი საქმიანობაა short selling, რაც ნიშნავს კომპანიაში ინვესტირებას ისე, რომ ინვესტორი მოგებას ნახულობს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის აქციების ფასი დაიკლებს. ეს არის ფინანსური პრაქტიკა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს კომპანიის აქციებს და მყისიერად ყიდის მათ, იმ გათვლით რომ მათი ფასი შემცირდება და შემდგომ იგი კვლავ იყიდის მათ, დააბრუნებს აქციებს და თვითონ მოგებას ნახავს. GameStop-ის აქციების ფასის რადიკალურ ვარდნის მოლოდინის გამო, გარკვეულმა ჰედჯ ფონდებმა ინვესტირება მოახდინეს GameStop-ის აქციებში short selling-ის მიზნით. ეს ინფორმაცია გავრცელდა საბრედიტზე, სადაც ჰედჯ-ფონდები ამ პრაქტიკის გამო ხშირად კრიტიკას ექვემდებარებოდნენ. რედიტორებმა დაიწყეს ამ კომპანიის აქციების შესყიდვა, რის გამოც ფასი გაიზარდა მათზე და ჰედჯ-ფონდებმა კოლოსალური ხარჯები განიცადეს. ონლაინ სავაჭრო აპმა Robinhood-მა დაბლოკა მომხმარებლები (ინდივიდუალური ინვესტორები) აქციების შეძენისგან, რის გამოც შეიძლება საქმე აღიძრას მის წინააღმდეგ ბაზრის მანიპულაციის ბრალდებით. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არაერთმა კონგრესმენმა, ზოგმა ფინანსური სისტემის რეფორმისკენაც კი მოუწოდა.
შეიძლება სწორად ვერ აღვწერე რეალური სიტუაცია, ამიტომაც თუ ვინმე ხართ ამ თემით დაინტერესებული და ჩახედული საკითხში შეასწორეთ ჩემი შეცდომები
https://on.ge/story/74617-gamestop-%E1%83%A...%83%9F%E1%83%90https://en.wikipedia.org/wiki/GameStop_short_squeeze This post has been edited by Mercurial on 29 Jan 2021, 23:23