დიუპიუიტრენის კონტრაქტურა (Dupuytren's contracture) ასევე ცნობილია როგორც Viking disease და Celtic hand.
დუპუიტრენის კოტნრაქტურა ხასიათდება ხელის გულის აპონევროზის (მყესოვანი ფირფიტის) გასქელებით, რის შედეგადაც ფორმირდება სქელი კვანძი, რომელიც ქაჩავს ერთ ან მეტ თითს თავისკენ. პროცესის შედეგად თითი მოხრილ მდგომარეობაში გადადის.
კონტრაქტურის განვითარებას გააჩნია IV სტადია, ხოლო ბოლო IV სტადიაში თითის ბოლომდე გაშლა შეუძლებელია
დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად მემკვიდრეობითია. იგი უმეტესად გავრცელებულია 50 წელს გადაცილებულ თეთრკანიან მამაკაცებში და ძალიან იშვიათად აზიელებში და აფროამერიკელებში. ამ დაავადებას ხანდახან ვიკინგების დაავადებას (Viking disease) ეძახიან, რადგან ყველაზე მეტად გავრცელებულია სკანდიანავიის ქვეყნებში და მაგალითისთვის 60 წელს გადაცილებული ნორვეგიელების 30 % აღენიშნება.
ასევე აღენიშნებათ შეერთებულ შტატებში (5%), ხოლო დიდ ბრიტანეთში 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა 20 % -ში.
გავრცელებულია საქართველოშიც, თუმცა სტატისტიკა უცნობია
სიმპტომები და მიმდინარეობაადრეული სტადიაში ვლინდება მკვრივი კვანძი ხელისგულზე, ხშირად ნეკა თითის მყესის გაყოლებაზე; მოგვიანებით სტადიაში ვითარდება ერთი ან რამდენიმე თითის კონტრაქტურა (მოხრა).
მკურნალობაადრეულ სტადიაში კონსერვატულია (ფიზიოთერაპია, კომპრესები, სითბური აბაზანები);
მოგვიანებით სტადიებში (მოხრითი კონტრაქტურების განვითარების დროს) ნაჩვენებია
- ოპერაციული მკურნალობა
- ნემსით აპონეიროტომია needle aponeurotomy
- პრეპარატ xiaflex -ის ინტექცია, რომელიც სპეციალურად ამ დაავადების სამკურნალოდაა შექმნილი
თემის შექმნის მიზანია, ერთმანეთს გავუზიაროთ ამ დაავადების მკურნალობის შესახებ მეტი ინფორმაცია და მივაკვლიოთ ამ მიმართულებით მომუშავე ექიმებს საქართველოში"საქართველოში ვინ მუშაობს ამ მიმართულებით?"
This post has been edited by Natuka NGN on 3 Feb 2021, 14:41
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)