ქართულად მხოლოდ ეს პოსტი მაქვს ფეისბუქიდან:
მიანმარში სამხედრო გადატრიალება მიმდინარეობს. უკვე დააკავეს კანცლერი აუნ სან სუ ჩი თავის სამოქალᲥო კაბინეტთან ერთად. სუ ჩი ნობელის პრემიის ლაურეანტია მშვიდობის დარგში. 2020 წლის ნოემბერში მან და მისმა პარტიამ 83% აიღო არჩევნებში, რითიც სამხედროთა ზეგავლენა პოლიტიკაზე მკვეთრად შეამცირა.
2011 წლამდე მიანმარი დეფაქტო სამხედრო დიქტატურა იყო. წლების განმავლობაში აუნ სან სუ ჩი სამხედროებს ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი, თუმცა 2011 წლიდან დიდი სახალხო მხარდაჭერის შემდეგ იგი მიანმარის ლიდერი გახდა. ქვეყანაში ბუდიზმს განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს. აუნ სან სუ ჩის ხელისუფლებაში ყოფნისას 2017 წელს სამხედროებმა მუსლიმი როჰინჯას ეთნიკური წმენდა განახორციელა, რამაც კანცლერის საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან დააზარალა.
მიანმარში მიმდინარე კრიზისი ბაიდენის ადმინისტრაციისათვის პირველი ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევაა. საინტერესოა როგორი იქნება მისი პასუხი და შეძლებენ თუ არა სამხედროები ძალაუფლების ხᲔლში ჩაგდებასა და შენარჩუნებას.
https://www.facebook.com/giorgi.kob/posts/10215123103271163 This post has been edited by Foreign-Affairs on 1 Feb 2021, 09:39