#57473191 · 2 Feb 2021, 01:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კადა
| QUOTE | | ნეტა როგორია ჯოჯოხეთი , სადაც არაფრის იმედი არ არსებობს, სრული უიმედობაა... |
ყველა ადამიანი და ყველა სული ინდივიდუალურია. ჯოჯოხეთი კი სულიერი ტანჯვაა. ამიტომ ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს, რომელიც მისი სულის შესაბამისია და მხოლოდ მას ეკუთვნის. ეს არ არის ამ შიმშილი ამ რომელიმე ამქვეყნიური გასაჭირი, მისი გაზიარება ან თანაგრძნობა რომ შეიძლებოდეს, ეს მარტო შენია, ეს ის ტანჯვა როდესაც მარტო ხარ შენი თავის წინაშე, და ამას შენს გარდა სხვა ვერ გაიგებს.
ერთი სიზმარი მქონდა მე, ჩემი მეგობარი და ორი მღვდელი შუა ზღვაში ვიყავით პატარა ხომალდით. საღამო იყო, ზღვა პირქუში იყო და ცა მოღრუბლული თან როკის მაგვარი რაღაც მუსიკა ისმოდა ზღვისან თუ ციდან. ერთერთმა მღვდელმა ქადაგება დაგვიწყო, თუ ასე იცხოვრებთო, საშინელ ადგილას მოხვდებითო. მერე მე მომიტრიალდა და მითხრა - აბა შენი მომავალი სამყოფელიო - და გაშალა დიდი ტილო რომელზეც საშინლად შეუხედავი ნაცრისფერი ნახერად დანგრეული ქალაქი იყო. ამ სურათის ძალიან მარტივი, ტრივიალური დეტალების შემხედვარე, ისეთმა ძრწოლამ და შიშმა ამიტანა რომ კინაღამ ზღვაში გადავვარდი, ჩემს მეგობარს კი არ ესმოდა რამ შემაშინა და დამცინოდა. მერე მას აჩვენეს მსგავსი სურათი და უკვე იმას დაემართა იგივე, მე კი მიკვირდა.
არ ვიცი საერთოდ რა ხდება იმ ქვეყნად და როგორია ჯოჯოხეთი და ნურც გამაგებინოს ღმერთმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ის არსებობს, ეს ის არის, რაც მხოლოდ შენია, შენ გეკუთვნის და სხვას ვერ გაუზიარებ.
|