მოდერ მიაწებე
თეა წულუკიანიარსებული ინფორმაციით, განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის შემდეგ, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება
03.02.2021 / 16:41
https://www.interpressnews.ge/ka/article/64...ani-dainishnebaპარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე თეა წულუკიანი მინისტრის რანგში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბრუნდება.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ, რაზეც მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა.
როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა. ცვლილებების გათვალისწინებით, ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი დარჩება.
This post has been edited by მაწო:-) on 3 Feb 2021, 17:41