მოგესალმებით,
აქ გავუზიაროთ ერთმანეთს საინეტესო სიახლეები.
ამ თემების გახსნა მაშინ მომივიდა თავში, როცა გავიგე რომ სტელარმა USDC დაამატა თავის ნეთვორქზე, რაც ძალიან გამიხარდა და მინდოდა ამის გაზიარება

პატარა სტატიაც დავწერე:
ჩემი აზრით სტაბილური კრიპტო ვალუტები (Stable coins), როგორიცაა მაგალითად USDC ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კრიპოს ადაპტაციაში. ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომე სტელარმა USDC-ის მხარდაჭერა საკუთარ ნეთვორკზე დაამატა.
რას ნიშნავს ეს?
USDC ორიგინალურად არის ეთერიუმის ნეთვორქზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტრანზაქციისათვის საჭიროა ეთერიუმის გაზის გადახდა, რაც ზოგადად ძალიან მაღალია და ბოლო დროს კატასტროფული! საშუალო ეთერიუმის ტრანზაქციის ფასი ამჟამად არის $10.71 USD -ის ექვივალენტი ETH ვალუტაში, რაც კრიპტოს ადატპაციას ნამდვილად არ უწყობს ხელს

სტელარის ნეთვორქი კი არის ეთერიუმზე სწრაფი და ფაქტიურად უფასო - $0.000004.
რაღა თქმა უნდა ეს შესანიშნავ ნიუსად მეჩვენება და იმედია უფრო მეტ ადამიანს მისცემს USDC-ის გამოყენების სურვილს

USDC Stellar-ის ყიდვა მაგალითად Stellarterm-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
სტატია დაწერილია
Techademy.Ge-ზე