Anti-Totlebenვინ ყიდის და საზმაუ ყიდის
უარს ამბობს საზმაუ კოსტავას 68 ში მის ბალანსზე არსებულ ქონებაზე და ტერიტორიაზე და ყიდის შენობასაც და მიმდებარე ფართსაც.
მყიდველის ხელში მას შემდეგ გადავა ძველი შენობა როგორც კი მაუწყებელი გადავა ახალშენობაში მარტო 1 არხი არაა 2 არხი და 2 რადიოსადგური Fm 100.9 Fm 102.3
ახალი შენობა იძლევა საშუალებას სხვა არხებიც დაემატოს
ძველ შენობაში 2 რადიო და 2 ტელევიზია ძვლის ეტეოდა
კოსტავას 68-ში მდებარე საქართველოს პირველი არხის შენობა აუქციონზე გაიყიდება
საქართველოს პირველმა არხმა თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გასხვისებაზე აუქციონი გამოაცხადა.
ამ საკითხზე დღეს გაიმართა სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც შენობის აუქციონზე გატანის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
აუქციონის პირობები განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე eauction.ge.
აღნიშნული უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, მსურველებს მოსაფიქრებლად 30-დღიანი ვადა აქვთ.
საქართველოს პირველი არხის მიერ ჩადებულია პირობა, რომ მყიდველი ტერიტორიის განკარგვას პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლებს.
ამასთან, 9 ივნისს საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
https://1tv.ge/news/kostavas-68-shi-mdebare...onze-gaiyideba/საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციისთვის გამოცხადებული აუქციონი 16 ივლისს, 12:00 დასრულდა.
უძრავი ქონება გასაყიდად 122 432 000 ლარად (40 მლნ. დოლარის ექვივალენტი), 30-დღიანი ვადით იყო გამოტანილი.
გამოცხადებული ფასით, ამ ეტაპზე უძრავი ქონების რეალიზება არ მოხდა. მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება განახლებული აუქციონის გამოცხადების შესახებ.
16 ივლისს გამოცხადდა ახალი აუქციონი, 10%-იანი ფასდაკლებით. შესაბამისად, აუქციონზე უძრავი ქონების საწყისი ღირებულება იქნება 110 343 600 ლარი.
აუქციონი ამჯერად 15 დღის ვადით გამოცხადდა. აუქციონში მონაწილეობა 31 ივლისის 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
https://1tv.ge/news/kostavas-68-shi-mdebare...ocenti-daaklda/