ფრანგული გამოცემა „Contrepoints“ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოს ცნობილი ქველმოქმედებს შორის ასახელებს.
გამოცემა სტატიას აქვეყნებს სათაურით – „მილიარდერები, რომლებიც ქველმოქმედებას განსხვავებულად ახორციელებენ“.
„ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეიტსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფენი ადასტურებენ, რომ არსებობს არაერთი გზა, გამოიყენო შენი სიმდიდრე მსოფლიოსა და შენი მეზობლების პირობების გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია სტატიის შესავალში.
ბიძინა ივანიშვილი: ქველმოქმედება მთელ ქვეყანაში ცხოვრების დონის ასამაღლებლად
„როდესაც იანვარში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ცხოვრებიდან წავიდა, მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა და განაცხადა, რომ საკუთარი აქტივების 95 პროცენტზე მეტს, ანუ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას თავისი ოჯახის ფონდს უტოვებდა, რითაც ის იმავე კატეგორიაში მოექცა, სადაც უკეთ ცნობილი ფილანტროპები მოიაზრებიან, როგორებიც არიან გეითსები, ბაფეტი და სხვები.
1995 წელს დაარსების დღიდან, „ქართუ ფონდს“ 3.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გაცემული. არც აქ ყოფილა ფოიერვერკები ან ბრჭყვიალები, ეს იყო მხოლოდ ამ კავკასიური რესპუბლიკის განვითარების სამსახურში გამოჩენილი ხელგაშლილობა: მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 სკოლა აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან აღიჭურვა და 100 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო ახალი სასკოლო ინვენტარი.
ქუთაისში სრულიად ახალი ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც დაფინანსდა თითქმის ერთი მილიარდი აშშ დოლარით, მიზნად ისახავს მომავალი თაობის ქართველთა ტექნიკური ცოდნის განვითარებას და ქართველ მეცნიერთათვის საერთაშორისო კვლევით ქსელებში მონაწილეობის გაუმჯობესებას. მიუნხენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპარტნიორო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა და სხვებიც აუცილებლად შეუერთდებიან მის რიგებს“, – აღნიშნულის სტატიაში.
აქვე ნათქვამია, რომ განათლება არ არის ერთადერთი სექტორი, რომელსაც მისი ქველმოქმედება ეხება.
„აქტიურ მხარდაჭერას უწევს სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურასაც. ამდენად, „ქართუ ფონდს“ დაფინანსებული აქვს სანერგე მეურნეობების, თანამედროვე სასათბურე მეურნეობების, სამაცივრე-სასაწყობო მეურნეობებისა და ლაბორატორიების შექმნა. საჩხერის სამედიცინო ცენტრმა 46 000 ქართველს მისცა სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შეიქმნა 1200-ზე მეტი ექიმის საშუალებით, რომლებსაც პრაქტიკული სწავლება სასწრაფო დახმარების მიმართულებით ჩაუტარდათ. 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზები და 554 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი აიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
სტატიაში ასევე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წამყვანი როლი იკისრა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრულმასშტაბიან რესტავრაციაში, როგორიცაა ისტორიული ქართული საკურორტო ქალაქი წყალტუბო.
„პროექტი შეუწყობს ხელს 15 000 – 20 000 სამუშაო ადგილის შექმნას ადგილობრივთა დასაქმებისთვის, რაც ეკონომიკური განვითარებისა და განახლებული კეთილდღეობის მდგრადობას უზრუნველყოფს მთელ იმერეთის რეგიონში, რომელზეც გავლენა იქონია „კოვიდ-19“-ის პანდემიამ.
„ქართუ ფონდს“ ასევე წვლილი შეაქვს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. მიმდინარე წლის დასაწყისში „ქართუ ბანკმა“ გამოაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში მთაწმინდის მთის ქედზე 700 ჰექტარზე გადაჭიმული ტყე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღდგება.
ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებულ დაცულ ტერიტორიებს და შეკვეთილში არსებულ დენდროლოგიურ პარკს, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბოტანიკური ბაღია.
დაბოლოს, „ქართუ“ ფონდმა დააფინანსა შეკვეთილის დენდროლოგიური პარი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბოტანიკური ბაღია, რითაც გადაშენების პირას მყოფ მრავალი ჯიშის ხესა და ცხოველს დაიცავს 60 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გადაჭიმულ სივრცეში“, – აღნიშნულია სტატიაში.
https://1tv.ge/news/franguli-gamocema-qartv...gebs-sheuertda/სანამ ლამაზი გოგო გახსნის
დავასწრებ
სულ მაგას მიაქვს პრემია