ვფიქრობ ნაც მთავრობის და ქოც მთავრობის მთავარი შეცდომა არის საზოგადოების გახლეჩა და მტრულ ბანაკად დაყოფა.
(წინა მთავრობებზა აღარაფერს ვამბობ, ამ ორი მოცემულობიდან ამოვიდეთ)
ნაცებიც და ქოცებიც ამას სხვადასხვა ტექნოლოგიით აკეთებდნენ. ერთნი მუქარა დაშინებით აზიზღებდნენ საზოგადოებას ერთმანეთს, ხოლო მეორენი ტროლ-ჭორებისა და რბილი ძალის მეშვეობით.
არადა თითქოს ყველამ ვიცით რომ საზოგადოება ვერ განვითარდება თუ მისი ერთი ნახევარი ცაში იფრენს ხოლო მეორე ნახევარი კი მიწაზე იქნება დანარცხებული.
დროა, ქოცნებამ დაიწყოს შერიგების პროცესი, უნდა მოეხსნათ სტიგმა ნაცებში ნამუშევარ და გაუქოცებელ კადრებს. უამრავი კვალიფიციური ქართველი გადაიკარგა საზღვარგარეთ რათა აქ დევნას და უპერსპექტივობას გარიდებოდა. უამრავი გაუქოცებელი და კვალიფიციური ნაცი ვერ საქმდება დიდ კერძო კომპანიებში (სახელმწიფო კომპანიებზე აღარაფერს ვამბობ)
მიშას თავის დროზე რომ გაეთავისუფლებინა სასამართლო, შეექმნა სამართლიანი საარჩევნო გარემო, მტრებად არ ექცია ყველა განსხვავებული აზრის ადამიანი დღეს დარწმუნებული ვარ ქოც-მთავრობა ისევ ნაცებით იქნებოდა ჩანაცვლებული და დემოკრატიული პროცესებიც შეუქცევადად გაგრძელდებოდა. ასევე ნეხვში ყოფნაც დიდხანს არ მოგვიწევდა

მივმართავ აქ მპოსტავ ტროლებს, დაელაპარაკეთ თქვენს უფროსებს, რავიცი ლაშას, კოკას, შალვას მიაწოდონ თავიანთ პოლიტ ხელმძღვანელობას რომ ჯობია სიძულვილის ენა სიყვარულის ენით შეცვალონ. დამიჯერეთ, ეს ქვეყნისთვისაც კარგია და ოდესმე როცა თქვენც წააგებთ ასე უფრო გექნებათ შანსი ხელისუფლებაში კიდევ დაბრუნებისა.