გასაგებია, რომ ის 5 წელზე 265 მილიონი ლარი საერთაშორისო მასშტაბით სასაცილო თანხაა (ყარაბაღის ბიუჯეტია ჩათვალე 2 წლის), მაგრამ მაინც, დაფინანსებამდე პერიოდში ეგ თანხა საერთოდ არ იყო და სამწუხაროდ, იმ დონეზეც კი არ ვართ, დაფინანსებამდე სადაც ვიყავით.
2011,12,13 წლებში პლეი ოფში გუნდი გვყავდა თავისუფლად (11-ში საერთოდ ორი გუნდი) და ასე თუ ისე, შანსი ყველას ჰქონდა ჯგუფში შესვლის, ახლა პლეი ოფამდე მიღწევა გვიხარია, თანაც იმ პირობებში, როდესაცუეფამ გაამარტივა მანდ მოხვედრა (ჩემპიონთა გზის პრინციპით).
ინფრასტრუქტურულ "პროექტებს", რომ გვამადლიან, უეფა დახმარებით გაკეთებული 100 მეტრიანი ხელოვნურები ძაან საამაყოა ნამდივილად, როდესაც ამდენი წლის მანძლზე ზუგდიდის სტადიონი ბაბილონის ბაღებს დაამსაგვსეს, საჩხერის სტადიონი უბნის სტადიონსაც კი არ გავს, სამტრედიის საშინელ მდოგმარეობაშია, ბათუმში ააშენეს და ყველაზე მნიშვნელოვანი, მინდორი ვერ გააკეთეს ისეთი, რომ 2 თამაშის მერე არ დაეხურათ სტადიონი, რუსთავს არ ეღირსა თავისი მოედანი, არადა წლიდან წლამდე , აი მესამე წრეს იქ დავიწყებთ, გადმოდის ქალაქის ბალანსზე და შალტაი ბალტაი ნუ.
ფეხბურთელების და გუნდების დონე უკან-უკან იხევს, პირველიდან მეშვიდე ადგილამდე ყველა ერთი დონის გახდა, რასაც გაზრდილ კონკურენციას ეძახიან, არადა რეალობაში, ზედა ეშელონის გუნდების დონის დაღმავალი ტენდენციით არის გამოწვეული.
იგივე ამ 5-6 წლიან პერიოდში, სხვა ჩვენი გაქანების ჩემპიონატებს რომ გადავხედოთ, ყველამ მოუმატა, ამასაც "ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა" და მსგავსს სისულელეებს მიაწერენ, ნახევრად მოყვარულებით ლუქსემბურგის გუნდი 2-ჯერ ჯგუფში მოხვდა არადა. სომხეთში, ლიეტუვაში, ლატვიაშიც კი ბოლო წლებია ჩვენზე უკეთესი ლეგიონერები ჩაყავთ და გუნდებსაც გაცილებით უკეთ აკომპლექტებენ. ამის არგუმენტად კიდევ ის მოგვყავს, რომ აგერ ძმაო ცარიელი ტრიბუნების წინ სათამაშოდ არავინ ჩამოდის, როდესაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან უფრო მეტი ადამიანი ესწრება ბოლო წლებია თამაშებს (ძირითადად ბათუმის დინამოსა და ტორპედოს ხარჯზე).
ვერც ერთმა გუნდმა ნორმალური სპონსორის მოძიება ვერ მოახერხა, გარდა რაღაც-ბეთ ების, რომელიც ყველა გუნდს აწერია მაისურზე და ნუ ტორპედოს გამოგონილი შოპინგ ვებ გვერდისა და მატრასების ფირმის. პრინციპში რომელ სპონსორსა და ინვესტორზეა საუბარი, სტადიონი როდესაც გუნდს არ გააჩნია და გუნდები, რეალურად, მიწასა და ტალახზე თამაშობენ, რა მოტივით უნდა მივიდეს გუნდში ინვესტორი?!
480პთ გადაღებულ ტრანსლაციებზე დიდხანს არ გავჩერდები.
ოვეროლ 3/10 დან, გაცილებით უკეთ შეიძლებოდა ამ თანხის განკარგვა, თუმცა ყველანი დავრწმუნდით, თუ რისთვის შეიქმნა ეს ფონდიც და როგორ უნამუსოდ იღებენ ჩვენი ჯიბეებიდან ფულს და იტენიან თავისაში. სირცხვილი და მეტი არაფერი.