მოკლედ:
საპრეზიდენტო სისტემა ვერ მოვაგვარეთ, ინტელექტი და ზნეობა არ გვეყო. ოთხივე პრეზიდენტის დროს სახელმწიფო მოწყობა ვერ დავალაგეთ და ამას საპრეზიდენტო სისტემას ვაბრალებთ. თურმე ნუ იტყვით და ჩვენი მენტალობისთვის საპრეზიდენტო სისტემა შეუთავსებელია...ნწ ნწ ნწ..
ამიტომ თავით ფეხებამდე ვაპირებთ საპარლამენტო სისტემაში გადაშვებას მაგრამ ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და უკვე ჩანს რომ არც ეგ ამბავი გამოვა ამ დებილ საზოგადოებაში. რა საპარლამენტო სისტემაზეა ლაპარაკი როცა საკონსტიტუციო უმრავლესობის პოლიტიკურმა ძალამ ის ვერ შეძლო რომ გამართული პროექტი დაედო და თავს იმით იმარტლებს რომ ჩვენს საკუთარ ფრაქციაში გვაქვს წინააღმდეგობებიო...

ახლა თქვენ წარმოიდგინეთ როცა წინააღმდეგობები სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციებს შორის იქნება მაშინ რა მოხდება.
მოკლედ ჯერ წესიერი პროექტიც არ დევს და უკვე ალაპარაკდნენ მონარქიაზე. თურმე ნუ იტყვით და საპარლამენტო სისტემა უკვე გამოვცადეთ, და მივხვდიტ რომ საჩვენო არც ეგ ყოფილა

და ახლა მონარქია ყოფილა ჩვენი საშველი........
ეს მონარქიის თემაც არის ქართველი ხალხის დაბოლების საშუალება და ამიტომაც არ მინდა. არ მინდა რომ კიდევ 20 წელი გავიდეს იმის მისახვედრად რომ არც მონარქიაა ჩვენი საშველი ბატონო........
და სანამ არ მივხვდებიტ რომ არც საპრეზიდენტო არ საპარლამენტო და არც მონარქიის ბრალი არ არის ჩვენი სიბანძე, არამედ ჩვენი ე.წ. მენტალობა და ე.წ. ღირებულებები. ჯერ ქართველი ადამიანი უნდა გამოიცვალოს მენტალურად. სანამ ის არ შეიგნებს რომ ქართული სახელმწიფო არის უპირველესი და მერე არის კულტურა სიმღერა და სუფრა, არაფერი არ გვეშველება....
მოკლედ: ძაღლი შინ არ ვარგოდაო, გარე გარე დარბოდაო
This post has been edited by armagedonidze on 22 Jun 2017, 11:49