გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი სკანდალში ეხვევა. საქმე ინტერნეტ სივრცეში დაწერილ კომენტარს ეხება, რომელიც ერთ-ერთი მოზარდის მიერ საახალწლო ოცნების გაჟღერებას მოჰყვა. პატარას სურს, რომ თოვლის ბაბუამ კატლეტი და პიურე მოუტანოს… მან სადღესასწაულო ნატვრა “ტვ პირველის” კამერასთან გააჟღერა.
ამ უწყინარ, ალბათ ტრაგიკულ ოცნებას ინგა ხუბაშვილის მხრიდან საკმაოდ მძიმე კომენტარი მოჰყვა.

“კატლეტი და პიურე კი არა, ბავშვი სიმინდის ფაფაზე გავზარდე! არ ყავთ მამები მოუ@@ან დედები, აჭამონ კატლეტი.” – წერს ინგა ხუბაშვილი.
ამ უხერხულ კომენტარს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. რაც ცნობილი გახდა, რომ ეს ქალბატონი პატარებთან მუშაობს, საკუთარი გვერდიდან ხუბაშვილმა მანამდე მითითებული სამუშაო ადგილი (131-ე საბავშვო ბაღი) წაშალა.

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა თბილისის ბაღების გაერთიანების სააგენტოს პოზიციით და მათ მომხდარზე სასაუბროდ დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ის ნამდვილად ბაღის თანამშრომელია, თუმცა სააგენტო თანამშრომლის უხერხულ პოზიციაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სააგენტოში ინგა ხუბაშვილთან დაკავშირებით…
“ეს ქალბატონი არის ტექნიკური პერსონალი ერთ-ერთ ბაღში. მოგეხსენებათ, რომ ბაღებში 11 000 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა პირად სივრცეს ბაღების სააგენტო ვერ და არ გააკონტროლებს. სამსახურის მიღმა ყველა ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ განცხადებებზე.” – აცხადებენ უწყებაში.
https://primetime.ge/ar-hkavt-mamebi-mouan-...khul-replikaze/ტფუუუი! ამის ბაღში დამსაქმებელს ######!
ქოცი!@
https://www.facebook.com/inga.xubashvili.50გული აგერევა მის ვოლზე რომ შეიხედოთ

ბავშვებთან რა უნდა ამ ბინძურ დედაკაცს?!
This post has been edited by Free_World on 25 Dec 2020, 23:05