#57548581 · 21 Feb 2021, 19:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს, თუმცა ეს არ გამორიცხავს შემთხვევებს, როცა თუნდაც საკუთარი ფულის დაწვას შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი შედეგი. ფული არის მოძრავი ქონება, ხოლო ფიზიკური პირები ითვლებიან ამ ქონების მესაკუთრეებად და აქედან გამომდინარე მათ შეუძლიათ თავიანთი ქონება განკარგონ ისე, როგორც უნდათ. განკარგვაში განადგურებაც იგულისხმება. აღსანიშნავია ის, რომ პირი ვალდებულია საკუთარი ქონება განკარგოს ისე, რომ ამით სხვებს ზიანი არ მიადგეს. ამ კანონისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდება იურიდიული პასუხისმგებლობის საფუძველი. ბანკნოტებისა და მონეტების დაზიანების აკრძალვა რომ არსებულიყო, საქართველოს მოსახლეობის 99%-ს პასუხი უნდა ეგო. ფული არის მოუხმარებადი ქონება, ანუ ისეთი ქონება, რომელიც განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. ასეთი ნივთები იცვეთებიან და შესაძლებელია მათი შეცვლა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ თუ თქვენი კუპიურა დაზიანებულია(მაგალითად დახეულია), თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ ბანკს, რომელიც შეცვლის კუპიურას. სხვისი ფულის დაწვა შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, კერძოდ სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" პუნქტით - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით.
This post has been edited by კვაზი-იურისტი on 21 Feb 2021, 19:11
|