#57569803 · 26 Feb 2021, 11:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
(ვინც აპირებთ დაკომენტარებას, რომ რა "პროსტინა" თემა დაგიწერიაო, მათ ვურჩევ, - ნუღარ იწვალებთ და გადართეთ ან გამორთეთ).
რუსები წინ წავიდნენ ვირუსოლოგიის დარგში და ქიმიური ვირუსების გარდა მენტალური ვირუსების შექმნასაც მიჰყვეს ხელი.
მაგალითად ივანიშვილი არის მენტალური ვირუსი, რომელიც საქართველოს შეჰყარეს. ეს ვირუსი ისეთი ვირუსია, რომელსაც მიკროსკოპული დაკვირვება თვით ლუგარის თუ ამერიკა-ევროპის წამყვან ლაბორატორიებშიც ვერ აღმოაჩენს. პირობითად ვირუსი "მენტალი" შეიძლება ეწოდოს.
ჩვენთან შემოტანილი ვირუსი გათვლილია ქართული მენტალობის სუტ მხარეებში შეღწევაზე და დასნებოვნებულ-დასუსტებული ფსიქიკის მთლად მწყობრიდან გამოყვანაზე.
ქართულ მენტალობას კი ყველაზე მეტად უჭირს ფუყე სიამაყეში, სიზარმაცეში, 30 ვერცხლიანობაში, რელიგიურ სიბნელეში, ტყუილის სიმართლედ და სიმართლის ტყუილად გასაღებაში და ა.შ.
ქველმოქმედის ტყავში ჩაცმული ვირუსი "მენტალიც" ამ სუსტ ადგილების ამოცნობასა და მათში შეღწევაში დაატრენინგეს.
"მენტალი" არ ჩქარობდა და იჯდა მოთმინებით თავის საბურველში. ის "გველმოქმედებდა." მან დაიწყო პოლიტ-ინვესტიციის ჩადება ქართულ-საბჭოურ ინტელიგენციაში, პოლიტიკაში და რაღაც გარკვეულ სფეროებში.
ის მოქმედებდა ფარული "გველმოქმედებით." იუმალი, უანგარო და ყველასთვის უცნობი ქველმოქმედი!
ამ შარავანდედით უნდა გამოცხადებოდა ქვეყანას საჭირო დროს.
და ნაცების თავდაჯერებულობის და მათი ბოლო წლების ქმედებათა მიერ ხალხში გაჩენილ პროტესტის ზვირთზე ვიხილეთ გარამომავალი როგორც მესია, რომელიც სინამდვილეში ვირუსი "მენტალი" იყო.
დავეცით მუხლებზე და თაყვანი ვეცით.
მან გადაშალა გრაგნილი და მისმა მედავითნეებმა დაიწყეს "ფსალმუნთა" კითხვა, რომელიც ათასგვერდიანი იყო და პედანტური სიზუსტით აღწერდა მისი გველმოქმედების დეტალებს.
უამრავ საბჭოთა ქართველ ინტელიგენტთა გვარ-სახელებს, რომლებსაც ის უხვად ურიგებდა პენსია-დანამატებს. პატრულისთვის გაღებულ თანხებს, სკოლათა თუ ეკლესიათა რესტავრაცია-მშენებლობის ხარჯებს და ა.შ.
აქვითინდა ბერი და ერი.
- აი მესია ვინც დამწყევსავს ჩვენს ერს! გაისმა ხმა ქვეყანაზე.
ხელებში ატაცებული ვირუსი ავიყვანეთ ტახტზე.
და ამის მერე დაიწყო გაფაციცებულმა "მენტალმა" ქვეყნის დაინფიცირება. ლოკალური პანდემია საქართველოში - "მენტალ-41."
შეუძვრა გულ-გვამ-მენტალიტეტში ქვეყანას და ისე დაავირუსა რუსული ვირუსით, რომ 90-იანებამდე დაგვცა და ახლა ზრვარზე ვართ როდის წავალთ უფრო შორს წარსულისაკენ.
37-იანების კონტურები უკვე ილანდებიან და ხილულნი ხდებიან მხილველთათვის.
ჩამოიშალა ნაცების აწყობილი ინსტიტუციები. ჩამოიშალა ახალ ფეხადგმული ეკონომიკა, ყველგან შეიჭრა რუსეთი და ქვეყნის ოკუპაცია გამალებით მიმდინარეობს უკვე ქვემეხების და ზებგერითი მოიერიეების გარეშე.
საქართველოს სოციალიტური რესპუბლიკა იშვა და იზრდება.
ძილქუშსა და ჰიპნოზში მყოფი მოსახლეობა იზმორება და ხვრინავს. ვირუსმა ქნა თავისი საქმე - სიმართლეს დაერქვა სიცრუე და სიცრუეს დაერქვა სიმართლე.
ევროპა-ამერიკა გახდა ოკუპანტი და ოკუპანტი რუსეთი გახდა მზრუნველი ერთმორწმუნე.
ვინაც შეძლო და თავის თავში გამონახა ვირუს - "მენტალ-41"-თან შებრძოლების და მის საწინააღმდეგო ანტივირუსის გამომუშავება, ისინი ლიბერასტებად, კრიმინალებად, დესტრუქციულებად შეირაცხნენ.
ისინი ცდილობენ გამოაღვიძონ ძილქუშს და ჰიპნოზს მიცემულნი, მაგრამ მათი მცდელობა სიმყუდროვის დარღვევად მიიჩნევა დაჰიპნოზებულებში და - გაგვშორდით, გაჰყვირიან დავირუსებულთა ლეგიონები.
ქვეყანა მენტალური ოკუპაციის დასასრულისკენ მიჰქრის. ქვეყნის ნახევარი კი 1 ლარად ერგო მესია გველმოქმედს.
ასეა ეს...
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|