მართლა გულწრფელად მაინტერესებს, მე ვერ ვერკვევი დეტალურად პოლიტიკაში, არც ვიცი ზუსტად რა შიდა გადახლართვები მიმდინარეობს,
ისე კი ვეთანხმები ყველას იმაში რომ , ქვეყანაში ცუდი დმგომარეობაა და მთავრობა ეფექტურად არ მუშაობს.
მაგრამ კონკრეტულად მელიას შემთხვევაში გულწრფელად მაინტერესებს,
როცა ადამიანი პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კანონს, და უარს აცხადებს დაემორჩილოს კანონის და სასამართლოს დადგენილებას ,
თან გამოდის ტელევიზიაში და პირდაპირ აცხადებს რომ , არ უნდა და არ დაემორჩიება და ვერავინ ვერაფერს ეტყვის და სახელმწიფო მას ვერ დასჯის, რადგან ის სახელმწიფოს კანონს არ აღიარებს.
ეს ადამიანი დგება თუ არა სახელმწიფოზე და კანონზე მაღლა ? ნესმიერ ადამაინს ხო დაიჭერენ ამის გამო? რატომ უნდა ესარგება მხოლოდ მელიას პრივილეგიით?
როგორი უვარგისი მთავრობაც არ უნდა იყოს, და როგორი მართალიც არ უნდა იყოს მელია პოლიტიკური თვალსაზრისით, სახელმწიფოს კანონის უარყოფა და კანონზე მაღლა დადგომის სურვილი, არის თუ არა დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ?
და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ დასჯის ასეთ ადამაინს , კარგავს თუ არა სახელმწიფოებრიობას?
ანუ პრაქტიკულად ჩვენ, როგორც სახემწიფოს აღარ გვექნებოდა არსბეობის უფლება, კანონი დაკარგავდა თავის არსს.
კი ბატონო მტავარობა გვინდა შეიცვალოს, მაგრამ ის რომ კონკრეტულმა პირმა თავი კანონზე მაღლა დააყენოს და სახელმწიფომ ეს ჩაყლაპოს, რა გამოდის ასეთი სახლემწიფო?
ან ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ ასეთ სახელმწიფოში ?
კი ბატონო უნდა იბრძოლო ცუდი მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი ხერხით ?
მართლა მაინტერესებს , თუ იაზრებენ ამ ყველაფერს შეშფოთებული ამერიკის ელჩი და სხვები?
და მათ რა ალტერნატივა გონიათ გამოსავალი?
უბრალოდ დაეკიდებინა სახელმწიფოს კანონის უგულებელყოფა ?
თვითონ თავიანთ სახელმწიფოში დაიკიდბენდნენ?
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...