მეგობრებო, აშკარაა რომ დროისა და სივრცის კონტინიუმის იმ ვერაგ თვისებას, რომელიც თვით პირამიდებსაც კი
ანგრევს და სახელოვანი მეფეების ისტორიებს ჯერ ლეგენდებად, ხოლო ლეგენდებიდან მითებად აქცევს (როგორც ეს ტოლკინმა შენიშნა..

),
ასეთივე სვე-ბედი ურგუნებია ისეთი სახელოვანი ორგანიზაციისთვის, როგორიც ქართული ოცნებაა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა,
შეკავებისა თუ მოთმენისა, რომლითაც ასე გამორჩეულია ჩვენი ბრძენი და მრავალ-ჭირნახული ერი - ნელ-ნელა კი დაუწყიათ ჯოჯოხეთის ბჭეებს
იმ ფუნდამენტების რყევა რომელთა შენებაც დიდი რუდუნებითა და ფილიგრამული სიზუსტით - ბატონ ბიძინას 9-10 წლის წინ დაუწყია, თუმცა
ბოროტი ენები ამბობენ მაგაზე გაცილებით ადრეცო..
მაგრამ საქმე მასე მარტივადაც არ გახლავთ.. ყველანაირ მოვლენასა და ფაქტს სჭირდება როგორც გმირი & ანტიგმირი, ასევე ობზერვერის მიერ მინიჭებული
ე.წ ლეიბლი, თანაც ისეთი სიზუსტით რომ არც ისტორიის თუ პერსონაჟების ღირსება / მნIშვნელობა შეილახოს და არც თვითონ შემფასებელი

ამიტომ მე მინდა ნელ-ნელა დავიწყოთ ამ ე.წ ლეიბლების მინიჭება და ცოტა წავიოცნებოთ (პარტიის სულისკვეთებასთან ახლოს რომ ვიყოთ), ცოტაც გონება დავძაბოთ
და დავასახელოთ ის უკანასკნელი რაინდი გარდასულ დღეთა, გნებავთ იგივე დონ კიხოტ ლამანჩელი ნაციონალებთან დაუღალავად მებრძოლი და ა.შ და ა.შ ეი აღმოვაჩინოთ
ის ბედნიერი, რომელიც ამ ისტორიის კულმინაციისას - პროტაგონისტის დამსახურებულ სტატუსს თუ წოდებას მიიღებს...
This post has been edited by DATOIA on 23 Feb 2021, 18:38
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი