
Bakur Svanidze
1h ·
დღეს 25 თებერვალია!
ჩვენი "ტ ე ლ ე ვ ი ზ ო რ ე ბ ი" რა თქმა უნდა, დილიდან
აფრქვევენ სადღეისოდ მიღებულ ნ ა რ ა ტ ი ვ ს, რომ
თურმე ქართული ე რ ო ვ ნ უ ლ ი მთავრობა ჩამოაგდო
რ უ ს უ ლ მ ა ბნელმა ძალამ და აიღო თბილისი...
ვუსმინე დილიდან ამ ნ ა ხ ე ვ ა რ ს ი მ ა რ თ ლ ე ე ბ ი ს,
ტალღას. ძალიან უ ს უ ს უ რ ო ბ ა და საცოდაობაა იმის
ცქერა და სმენა, თუ როგორ ცვდილობთ ქართველები
დავმალოთ და დავფაროთ, სინამდვილეში ვინ გვეჯდა
მ თ ა ვ რ ო ბ ა შ ი მაშინ... დილიდან ათამდე სიუჟეტი
ვნახე და ყველგან გაჰყვირიან - ბ ო ლ შ ე ვ ი კ ე ბ მ ა
აიღეს თბილისი, რ უ ს მ ა ბოლშევიკებმა დაიკავეს
საქართველო... კი, მაგრამ რატომ იმას არ ამბობთ, ვინ
დახვდა აქ, საქართველოში იმ "რუს ბოლშევიკებს"?
ვინ და - რუსი მ ე ნ შ ე ვ ი კ ე ბ ი! დიახ, არც ერთ
სიუჟეტში ნათქვამი არ იყო, რომ საქართველოს იმ
პერიოდში მართავდა რუსეთის სოციალ-დემოკრატთა
მენშევიკური ფრთა. დიახ ბ ა ვ შ ვ ე ბ ო! (ასე იმიტომ
ვწერ, რომ მინდა თქვენს შ ვ ი ლ ე ბ ს წააკითხოთ ეს)
საქართველოს მაშინდელი ე.წ. "ეროვნული მთავრობა"
შედგებოდა რ უ ს ე თ ი ს სოციალ-დემოკრატიული
პარტიის ეროვნებით ქართველი წევრებისგან,
რომლებიც წარმოადგენდნენ ამ პარტიის "მენშევიკურ"
ფრთას და ისინი ებრძოდნენ არა რუსეთს, არამედ
სწორედაც ბოლშევიკებს! 1921 წელს ომი მოხდა არა
საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ კლასებს
შორის - ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის!
და ვიდრე ს ი მ ა რ თ ლ ი თ არ გავზრდით შვილებს,
მანამდე ჩვენ ს ა ხ ე ლ მ წი ფ ო ს ვერ ავაშენებთ!
ე.წ. "დამოუკიდებელი საქართველოს" პირველი
მმართველები, ნოე რ ა მ ი შ ვ ი ლ ი, ნოე ჟ ო რ დ ა ნ ი ა
და სხვები, სინამდვილეში რუსეთიდან დ ა ნ ი შ ნ ე ს
1917 წელს ამიერკავკასიაში რუსეთის მთავრობის
წარმომადგენლებად! იმავე წელს რამიშვილი აირჩიეს
რუსეთის სათათბიროს წევრად, ის უბრალოდ, იმიტომ
ვეღარ წავიდა რუსეთში, რომ იქ მენშევიკების
მთავრობა დაამხო ბოლშევიკების მთავრობამ!
სხვა შემთხვევაში ეს რუსების ჩ მ ო რ ე ბ ი არც კი
იფიქრებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე.
უბრალოდ, რადგან რუსეთში გაიმარჯვა "სხვა კლასმა",
ამ გაიძვერებმა "ე რ ო ვ ნ უ ლ ი იდეა" გამოიყენეს თავისი
ავანტიურისტული მიზნებისთვის და დ ა ა შ ტ ე რ ე ს
საწყალი ბავშვები "იუნკერები" მარო მ ა ყ ა შ ვ ი ლ ი
და სხვები იმ "ღირებულებებით" რომლებიც მაშინ
მ ი უ ღ წ ე ვ ე ლ ი იყო და ასეთი წინააღმდეგობები
მხოლოდ ზ ა რ ა ლ ს მოუტანდა სამშობლოს!
მხოლოდ საკუთარი პირადი ამბიციების გამო არ
დათმეს მაშინ მთავრობა ამ მ ო ღ ა ლ ა ტ ე ე ბ მ ა,
შეაწყვიტეს ყალბი პატრიოტიზმით მოტყუებული
ბავშვები უძლიერეს წითელ არმიას და თავად
მოძუძგეს ე ვ რ ო პ ა შ ი! აი, ამ გაიძვერა დაქნეულებს
ვუწოდებთ დღეს ჩვენ "ეროვნულ გ მ ი რ ე ბ ს" და აი,
ამიტომაც არ გვეშველება არაფერი! ვზივართ და რაღაც
დ ე ბ ი ლ ო ბ ე ბ ს ვუყვებით ბავშვებს - "ქართული
არმია პირველ დღეებში ა მ ა რ ც ხ ე ბ დ ა მტერს"
არა კვახი! უძლიერესი წითელი არმიის ტაქტიკურ
ორიოდე უკანდახევას - ჩვენს "გამარჯვებად" ვაფასებთ...
აი, ამ ტყუილებს როცა დავამთავრებთ, მერე შეიძლება
გვეღირსოს სახელმწიფო... დღეს ტელევიზორში
რამდენიმე ტრაგიკომიკურ რაღაცას მოვკარი თვალი
და შევეცდები ხვალ ამაზე ვიდეობლოგი ჩავწერო...
და ბოლოს ასეთი რამე მოვისმიმნე დღეს კიდევ -
"ინტერნეტში ანალიტიკოსები წერენ, როგორი
იქნებოდა დღეს საქართველო, მაშინ 1921 წელს
წითელ ურჩხულს რომ არ შევეჩერებინეთო"...
მგონია რომ ასე უკეთესი იქნებოდა კითხვის დასმა:-
როგორი იქნებოდა კი არა, იქნებოდა კი საერთოდ?
მაშინ საბჭოთა რუსეთმა უბრალოდ დ ა ა ს წ რ ო
ფაშისტურ ო ს მ ა ლ ე თ ს, რომლებიც ასევე
ამზადებდნენ საქართველოს დაპყრობის ოპერაციას,
უბრალოდ საამისოდ საერთაშორისო სიტუაციის
მომწიფებას ელოდნენ, სხვა ყველაფერი მზად ჰქონდათ!
ამას მოწმობს მათი მ ყ ი ს ი ე რ ი შემოვარდნა
ბ ა თ უ მ შ ი და აჭარა-გურიის მიმართულებით შეტევა,
როგორც კი გაიგეს, რომ რუსეთის ჯარი შემოდის...
რუსეთს რომ გარკვეული დროით გადაედო
საქართველოს დაპყრობა ამას უეჭველი იზამდა
თურქეთი... და მერე "სად ტრაკში" ვიქნებოდით,
ამის წარმოდგენა ძალიან იოლად შეიძლება, თუკი
ვიცით, რა დღეშიც არიან თურქების მიერ დაპყრობილი
სხვა ყოფილი ქვეყნები! ასე რომ, დადექით ახლა და,
ხმამაღლა ვერ ამობთ, გეშინიათ, მაგრამ გონებაში
შეგიძლიათ შეაფასოთ რაც მოხდა 25 თებერვალს...
რუსეთი ჩვენი "ძმა და მეგობარი" არ არის!
მაგრამ ყველა საღად მოაზროვნისთვის ფაქტია, რომ
რუსეთთან შ ა ნ ს ი გვქონდა ჩვენი თვითმყოფადობის
შენარჩუნებისა - თურქეთთან არა! რუსეთი ციმბირში
გვასახლებდა... თურქები თავებს წაგვაგდებინებდნენ...
ერთადერთი გმირი იმ პერიოდში იყო გენერალი
გიორგი მ ა ზ ნ ი ა შ ვ ი ლ ი! რომელმაც გვერდზე
გადადო ყველაფერი და ბოლშევიკებთან ერთად
იბრძოლა ა ჭ ა რ ი ს თ ვ ი ს და საქართველოსთვის!
ხოლო როდესაც გემზე გასაქცევად ასულმა ნაძირალა
ჟორდანიამ მას "მოღალატე" უწოდა, მიიღო კიდეც ყბაში!
❤
ჩემი 25 თებერვალი ასეთია!
თქვენ თუ გსურთ გააგრძელეთ თავის მოტყუება!
გ მ ა დ ლ ო ბ თ...
ეს კაცი რუსეთუმობას არ იშლის