ძაღლების პრობლემა, უპირველესი გადასაწტვეტია ქალაქში, ვინც ამ პრობლემას რეალურად გადაჭრის, იმას ვაძლევთ ხმას, ძაღლებისგან შეწუხებული ამომრჩევლები. კაი ბლომათ ვართ
სახლის წინ ბაღში ვასეირნებ, ხოლმე ჩემს ძაღლს, ყოველთვის რულეტკით, ჯიშის ახსნით, რო არ შეგაწუხოთ, პატარა 7კგ ძაღლია. მანდვე დადის ხოლმე, დიდი ძაღლი, პატრონი, გამოუშვებს სახლიდან ,ისეც დაწანწალებს სანამ არ მოწყინდება და მერე ადის სახლში.
ერთხელაც ეგ ძაღლი სადარბაზოსთან დაგხვდა და დაახტა ჩემს ძაღლს, ხო არ შევაჭმევიებდი, ჩავდექი შუაში.
კარგად დამკბინა. პატრულმა რო შემხედა სასწრაფო გამოიძახა, იმან სავადმყოფოში წამიყვანა და ნუ არაფერი ისეთი
მერე რა ხდება: პატრულმა ჩვენთან არ უნდა დარეკო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გადაგრთავთ მაინცო. მაგ მონიტორინგმა 8 თუ 9 ლარით დააჯარიმა პატრონი (ჩიპიანია ძაღლიო), სამჯერ გამოვიძახე. მაგრა მკაცრად ველაპარაკეთ პატრონსო. ჩვენ მეტი უფლება არ გვაქვს და ისე თუ გინდა იჩივლე სასამართლოშიო, მარა ძაღლის ჩამორთმევა გამორიცხულიაო.
ვიფიქრე მაშინ, მაგ პატრონის დედას ვატირებ მეთქი და უბნის პოლიციაში დამიბარეს, ხელი მომაწერიეს, რო კაცის ცემა არ შეიძლება და დავისჯები სრული სიმკაცრით. თან იქვე მომიყვეს, რო მეათე მაინც ვარ ვისაც ხელს აწერიებენ ამ კაცის არ ცემაზე,

თან ძაღლიანი, მე და კიდე ერთი ვართ, დანარჩენი უბრალოდ დაკბენილები არიან.
ერთმა დაკბენილმა, ქალბატონმა, პატრონმაო: ჩემ ძაღლსო მთვრალი ხალხი არ უყვარსო და ალბათ მთვრალი იქნებოდიო, მაკადრაო და ვჩივივარ ეხლაო
ეხლა კითხვა, რა ჯობია: პიტბული ვიყიდო და იმ პატრონის ოჯახთან "შემთხვევით" გამექცეს, თუ ორლულიანი თოფით პატრონი დავბრიდო.
ველი უკეთეს ვარიანტებსაც. 'ბინა გაყიდე გადადი"_ს, აზრი არ აქვს, ყველა უბანში ეგრეა
ხო კიდევ: დადგენილია, ეგ ძაღლი ნაცსაც კბენს და ქოცსაც, ერთი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელიც იყო.