„გამოვიდეს ზალკალიანი და თქვას, ვინ აიძულებდა, რატომ ჰყავს ნაცების აქტივისტები სამინისტროში და საელჩოებში?!“
"საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ ერთ–ერთი წარუმატებელი უწყებაა, ეს იმ წერილებითაც დასტურდება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან და ასევე სტრატეგიული პარტნიორი აშშ–ისგან იღებს. დავით ზალკალიანის უწყება ამ დრომდე ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებს, მათ შორის დიპლომატიურ სამსახურში.
სწორედ ზალკალინის უწყებაში იყო დასაქმებული საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი, რომელსაც გამოძიება „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებას“ ედავება.
საგარეო უწყების თანამშრომელია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად, სადემარკაციო–სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე, რომელიც for.ge–ს ინფორმაციით, დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებულების მხარდასაჭერ აქციებს კოორდინირებას უწევს. ასევეთივე ვითარებაა დიპლომატიური კუთხითაც და ამის დასტურია დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიგი გიგიაძე, რომელმაც დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მეტიც, გიგიაძე ამტკიცებდა, რომ მელაშვილი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტია.
„წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება“, – დაწერა გიგი გიგიაძემ.
ის ფაქტი, რომ დიპლომატიურ კორპუსში და მათ შორის სამინისტოროებში, წამყვან თანამდებობაზე ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან დასაქმებული, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს, ამის შესახებ ჯერ კიდევ for.ge–სთან საუბრისას 2016 წელს საუბრობდა ყოფილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, თემურ ბასილია. ბასილია ამბობდა, რომ ხელისუფლებაში ზის ხალხი, რომელიც მიშას დაბრუნებას ელოდება.
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, ვაშინგტონში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც მეც ვმონაწილეობდი, იყო ჩამოსული საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ძირითადად, მინისტრის მოადგილეებით დაკომპლექტებული და ეს ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას და ღიად ლაპარაკობდნენ ამაზე. მეორე დღეს, ისევ იყო ღონისძიების გაგრძელება და ეს ხალხი იქ ცხვირჩამოშვებული და ნაწყენი დადიოდა, რომ არჩევნები „ოცნებამ“ მოიგო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მაშინ თემურ ბასილიამ.
for.ge–სთან საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მრავალი წელია დაემსაგავსა პროტოკოლის სამსახურს და ასრულებს ცერემონიალურ ფუნქციებს. მისი თქმით, ვერ ხერხდება ქვეყნის ჩართვა საგარეო პოლიტიკური რეგიონალური მასშტაბის პროექტებში, რომ არაფერი ვთქვათ ასეთი პროექტების ინიცირებაზე..."
FOR.GE
https://for.ge/view/204049/gamovides-zalkal...saelCoebSi.html