მოკლედ ბავშვობაში ერთ მხატვარ ქალს ჩვენთან თავისი ჩანთა დარჩა.
უამრავი ნახატით იყო სავსე.
და კიდევ იყო ფანქრები. ძალიან კარგი ფანქრები.
ვიყენებდი ამ ფანქრებს, სკოლაშიც დამქონდა, მაგრამ არ ვაფუჭებდი, უბრალოდ გავანახევრე
მერე დაბრუნდა ეს ქალი ამ ჩანთის წასაღებად, მე მეგონა დავკარგე ეს ნახატებიო
ისეთი ბედნიერი იყო, თითქოს თავისი შვილები იპოვა
მამაჩემმა უთხრა, ბოდიში, ფანქრები ცოტა გამოიყენა ბავშვმაო :დ
ხოდა ახლა უნის ჯგუფში გოგომ იკითხა ეგ მხატვარი და მაგის საგანზე რაღაც
ლექტორი ყოფილა, არ ვიცოდი
ახლა გამახსენდა ეს ისტორიაც
და გავბრაზდი

რატომ არ დამიტოვა ის ფანქრები?!
არა უშავს, კაცო, ფანქრებს ვინ ჩივისო, დაიტოვოს, თუ უნდაო, ხომ შეიძლებოდა ეთქვა
ფანქრებს ვინ ჩივისო, ეგ მართლა თქვა და ნეტა დატოვება რატომ არ მოაფიქრდა?

სად ვიშოვო ახლა მე ეგეთი ფანქრები?

ალბათ დაინახა, რომ მაინც არ დადგებოდა ჩემგან მხატვარი?
This post has been edited by ბანჯოო on 3 Mar 2021, 01:51