#57588859 · 3 Mar 2021, 00:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით.
ვფიქრობ, თემა არის მნიშვნელოვნად პოლიტიკური. მით უმეტეს, რომ ამ განყოფილებაში არაერთხელ შემხვედრია აღნიშნულ საკითხთან შემხებლობაში წამოჭრილი საკითხები.
ბოლო 1-2 თვეა აღმოვაჩინე უაღრესად საინტერესო ფეისბუქ ჯგუფი info.ge•გაიცანი ქართული (https://www.facebook.com/groups/2782261265378861), სადაც მცირე მეწარმეები ანთავსებენ საკუთარ ნაწარმს, მათ შორის ისეთ პროდუქტს, რომელიც არც კი მეგონა რომ საქართველოში მზადდებოდა, მაგალითად პარფიუმერია, კოსმეტიკა, ჰიგიენის საშუალებები, დიზაინერული მაღალი ხარისხის პროდუქტი და სხვა.
ამ ჯგუფის შემყურე მივხვდი, რომ რეალურად მცირე მეწარმეობა საქართველოში არსებობს და ბაზრის ათვისება შესაძლებელია მათი მხრიდან, თუმცა ამ ყოველივეს აკლია შესაბამისი პლატფორმა, რომელიც სასიხარულოდ უკვე გაჩნდა და იმედი მაქვს ეს წარმოწყება, სამომავლოდ უფრო მეტად განვითარდება და ერთიანი ონლაინ მაღაზიის ფორმას მიიღებს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ მეწარმოებას მნიშვნელოვნად აკლია ბრენდირება, რაც როგორც ინტელექტუალური საკუთრება და ეკონომიკური აქტივი, იგივე თუნდაც სასაქონლო ნიშნის ნაწილში, უდიდეს როლს თამაშობს მომხმარებელში ცნობადობისა და წარმატების კუთხით. არ შემიძლია არ გავიხსენო გამორჩეული ქართული ბრენდი Crosty, რომელმაც ბრენდირებას თავი იდეალურად გაართვა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება.
რას იტყვით აღნიშნულ საკითხზე თქვენ? * * * ერთი მომენტი გამომრჩა, მოგების მხრივ, ნეტა რამდენი აქვთ აქ წარმოდგენილ მცირე ბიზნესებს.
|