ქართველებზეც ძაან გაბრაზებულია ეს კაცი,ბოლომდე წაიკითხეთ:
ცხოვრება ბიძინა ივანიშვილთან, თვალების ახელა და კლინიკური სიკვდილი საქართველოში
თბილისში აგვისტოს ომის შემდეგ დავბრუნდი. რამდენიმე დღით ერევანში ვიყავით, სადაც სამხრეთ ოსეთში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებების გამო გავექეცით. ცხოვრება ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში მომიწია, მიუხედავად იმისა რომ რუსეთის ჯარის პატარა ნაწილი შორიახლოს მდებარე მდინარის (რომლის სახელსაც ვერ ვიგონებ) მეორე მხარეს, ფოთის მისადგომთან იყო დაბანაკებული. მოუთმენლად ველოდი ამ დაბრუნებას მიუხედავად იმისა, რომ შეშლილ სახლში ვბრუნდებოდი.
უტა ივანიშვილი, რომელიც თითქმის თექვსმეტი წლის იყო, CNED
(Centre national d'enseignement à distance) გამოცდებისთვის ემზადებოდა და ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ უამრავი სამუშაო გვქონდა. ჩვენ, ანუ, ვიგულისხმებით მისი ძირითადი მასწავლებლები : თქვენი მონა-მორჩილი და ოთხი ფრანგი, რომლებსაც ივანიშვილის სამი უფროსი შვილის, უტას, ბერას და გვანცას, განათლება გვევალებოდა. ზაფხულამდე, ბავშვების მეცნიერების მასწავლებელი იძულებული იყო წასულიყო რამდენიმე უცნაური და გაურკვეველი ინციდენტის გამო უტასთან, რასაც ჩვენ მივაწერდით ივანიშვილის ბავშვების იზოლირებულად, უცნაურად, ზედმეტად დაგეგმილ და ზედმეტად დაცულ აღზრდას. იმდენად, რამდენადაც ჩემი ფრანგი კოლეგები შეშფოთებულები იყვნენ, ჩვენ ვიყავით მჭიდროდ შეკრული უცხოელების ჯგუფი უცხო მიწაზე. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად დიდიერმა, რომელიც საფრანგეთის საჰაერო ძალების ყოფილი წევრი იყო და ასევე ერთ დროს მუშაობდა საჰაერო ძალების ატაშეს ასისტენტად საფრანგეთის საელჩოში, ერთხელ თქვა „ეს ცირკია, ჩვენ კი ყველანი ვარსკვლავები ვართ.“
თუ არ ჩავთვლით უტას ქცევასა და მისი უუნარობას ნებისმიერ დავალებაზე რამდენიმე წუთით ყურადღების გამახვილება მოეხერხებინა, რასაც ყურადღების დეფიციტის სინდრომს (ADA) უწოდებენ, პირველმა კვირეებმა კარგად ჩაიარა. ჩემი ინგლისურის გაკვეთილები ბერასთან და გვანცასთან შეუფერხებლად მიდიოდა და თავს ვგრძნობდი მე საღამოებს ვატარებდი ფეხბურთის თამაშში ბერასთან და ივანიშვილის დაცვის, სამზარეულოს პერსონალის და ოჯახის მეგობრების ბავშვების მასპინძელთან. როცა ჩემი სასკოლო მოვალეობები, საფეხბურთო მოვალეობები, საფრენი ვიზიტები ივანიშვილის გასართობ პარკში და ქობულეთის სანაპიროს გასწვრივ საღამოს გასეირნებები დასრულდებოდა, ვიკენდებზე მე და ჩემს კოლეგებს გვემსახურებოდა ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერი და მძღოლი.
ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ სექტემბრის მესამე კვირას ყველაფერმა ნელ-ნელა შებრუნება დაიწყო და ჩემი შთაბეჭდილებებიც ნელ-ნელა დაინგრა. ჩემი ამ ოჯახში მუშაობის პერიოდში ივანიშვილი არავის უხსენებია, ყველა „შეფად“ მოიხსენებდა მას, თითქოს რაღაც დაუწერელი კანონი მისი სახელის ხსენებას კრძალავდა. ჩემს შრომით ხელშეკრულებაშიც კი არ იყო გვარი ივანიშვილი ნახსენები, თუმცა ჩემი დამქირავებელი კომპანიის Finservice XXI Ltd მისამართად მითითებული იყო ქართუ ბანკის სათაო ოფისი ვაკეში.
მე და ჩემი ფრანგი კოლეგები შეშფოთებულები ვიყავით, არასოდეს ვიცოდით რა გველოდა ყოველ დღე, რადგან არავინ იცოდა ვინ იყო ამ ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები. ბიძინა თუ მისი მეუღლე ეკა, თუ ორივე ერთად, რომლებსაც სექტემბერში ასევე დავუწყე ინგლისურის სწავლება.
მოკლედ, იყო მუდმივი იდუმალება და უნდობლობის ხარისხი. ბავშვების განრიგი ახირების მიხედვით შეიძლება შეეცვალათ, თანამშრომლებს შორის ათასი ჭორი დადიოდა. ივანიშვილიც მუდამ საიდუმლოებებით და ინტრიგებით იყო მოცული. თუმცა ჩვენი ურთიერთობა კარგად მიდიოდა, და მე ვგრძნობდი, რომ ის ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას სანამ "წარმოუდგენელი" რამ მოხდა.
უტას საქციელი უფრო და უფრო ცუდი ხდებოდა. ის მოახლოებული გამოცდების სტრესში იყო და მე მიმაჩნია რომ მისმა იზოლაციამ მის კეთილდღეობაზე სერიოზულად იმოქმედა. მე ასევე ვფიქრობ, რომ სპეციალური ვეგეტარიანული დიეტა (ბავშვებს უნდა ეჭამათ რაც შეიძლება ცოტა ხორცი) ასევე იყო ერთ-ერთი ფაქტორი. ერთხელ უტამ მითხრა, რომ მამამისი აპირებდა ას ოც წლამდე მიეღწია. ივანიშვილის ორი ფრანგი შეფმზარეული ასევე ძალიან შეშფოთებული იყვნენ ამ დიეტის უცნაურობით, ერთ-ერთმა მათგანმა მოულოდნელად დაკარგა სამსახური 2008 წლის შემოდგომაზე.
ზაფხულამდე ივანიშვილი არ იყო ვეგეტარიანელი, არ მახსენდება რომ მკაცრი მართლმადიდებლური მარხვა დაეცვათ. ფაქტიურად მათ სახლში, ჭორვილაში, ერთადერთი პატარა ხატი მინახავს. ივანიშვილები არასოდეს ყოფილან განსაკუთრებულად რელიგიურები, რომ არაფერი ვთქვათ მართლმადიდებლობაზე და მე ვიცი, რომ ბიძინა აბუჩად იგდებდა (despiseდ) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ეს უტამ ერთ-ერთ გაკვეთილზე დამიდასტურა.
ყველაფერ ამის მიუხედავად, საქმეები კარგად მიდიოდა, მე ჩემი კონტრაქტის განახლებას მოველოდი (რომელიც პირველ ოქტომბერს იწურებოდა). მე ასევე მოუთმენლად ველოდი კიდევ ერთი-ორი წლის თბილისში გატარებას, ცხოვრებას კომფორტაბელურ ბინაში სოლოლაკში. ვაპირებდი, ჩემს ქართველ შეყვარებულზე დაქორწინებას, რომელიც ჩემგან ბავშვს ელოდა.
მაგრამ 2008 წლის სექტემბრის უკანსაკნელ კვირას უტას საქციელი კიდევ უფრო გაუარესდა. ჩემი სტრესის დონეც მატულობდა. მოულოდნელად, უტამ ეს აღიქვა, როგორც ჩემი წუხილი მისი საქციელის გამო. ერთხელ, 28 სექტემბერს, ბერამ დამირეკა და „ზაფხულთან გამოსამშიდობებელ“ ღონისძიებაზე დამპატიჟა.
გაუთვალისწინებელი ცხოვრება და მუშაობა ივანიშვილებთან...წამლის გადამეტებული დოზის მიღებით მოწამვლა (being drugged) ეს არის ის, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა კაცმა, რომელიც მეგობრად მიმაჩნდა, მოულოდნელად ზურგი მაქცია. შეიძლება ეს იყო დაპირისპირების შიშის არ არსებობის გამო, მაგრამ ალბათ მეტი რამ იყო ჩართული, ალბათ ჩემი დიპლომატიური გამოცდილება - მე ვმსახურობდი მოსკოვში ამერიკის საელჩოში და ვიცნობდი ხალხს, რომლებთანაც ივანიშვილს უხდებოდა ურთიერთობა და პატრონაჟის ქსელი ქართულ და რუსულ ელიტურ წრეში.
28 სექტემბერს, ჩემთვის განკუთვნილ ოთახში ვიყავი (რომელიც პატარა შენობაში (the "Teachers Home") მდებორეობდა), როცა ბერამ დამირეკა და მითხრა, რომ უტა მეხუმრა და წამლით მომწამლა და რომ ამის გამო ის ძალიან წუხს. მოგვიანებით უტამაც მომიბოდიშა ტელეფონით და მან და ივანიშვილის უსაფრთხოების უფროსის თანაშემწემ წამიყვანეს ექიმ-კარდიოლოგ ზვიად მატოშვილთან, რომელიც ასევე იმ რეზიდენციაში ცხოვრობდა.
ექიმი მატოშვილიდან შევიტყვე, რომ საფაღარათო წამლის (laxative) ოცჯერ გადამეტებული დოზა მივიღე (ალბათ, ივანიშვილები ამ საფაღარათო წამალს იყენებნენ ხსენებული დიეტის დროს) და ჩემი ჯანრთელობის მდგომარეობა „ძალიან სერიოზული გახდებოდა“ თუ არ ვიმკურნალებდი.
ის ღამე საკმაოდ არაკომფორტული იყო, დილით ადრე ერთ-ერთ ქართველ მასწავლებელს დავურეკე, რათა ბიძინასთვის ეცნობებინა, რომ სამსახურში ვერ მივიდოდი, რადგან ავად ვიყავი. მალე დამირეკა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც არის ბიძინას წარმომადგენელი თბილისში და მაცნობა, რომ ჩემი მომსახურება საჭირო აღარ იყო, და თბილისიდან მძღოლს გამომიგზავნიდნენ. მე ვთხოვე ირაკლის, რამდენიმე დღით დაეყოვნებინა მძღოლის გამოგზავნა, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მე ვერ შევძლებდი მგზავრობას. ირაკლიმ ასევე ამიხსნა, რომ ეს ზომები, რაც ბიძინამ მიიღო, „დროებითი“ იყო და მე მისი ოჯახისთვის კვლავ „პრიორიტეტად“ ვრჩებოდი. სწორედ ირაკლი გახლდათ ბიძინას იმ ერთ-ერთი თანამშრომელთაგანი, ვინც რამდენიმე თვის მერე დამემუქრა, მას შემდეგ, რაც ვცადე ბიძინასთან დაკავშირება და აღმოვაჩინე, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ისეთი არავინ იყო, ვინც ბიძინას უჩივლებდა სასამართლოში.
29 სექტემბერს ჩემმა ფრანგმა კოლეგებმა და მეგობრებმა უკვე იცოდნენ, თუ რა სიტუაციაშიც ვიმყოფებოდი. თუმცა, მათ ვერ გაეგოთ ჩემი გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი და საერთოდ რა ხდებოდა ჩემს თავს. ფრანგმა ატაშე დიდერმა მითხრა, რომ ის შეეწინააღმდეგა ბიძინას, მაგრამ ბიძინამ გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
იმ დღეს ბერასაც დავურეკე და ვთხოვე ბიძინასთან შეხვედრაში დამხმარებოდა, ბერამ მთხოვა დავლოდებოდი, მე მესმოდა თუ როგორ ესაუბრებოდა ის ჩუმად ბიძინას, მოგვიანებით ბერამ მითხრა, რომ ბიძინა დაკავებულია და ვერ შეძლებს ჩემთან შეხვედრას, არადა ის ხომ სულ რაღაც 100 იარდის დაშორებით იყო ჩემგან.
რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში გადამიყვანეს საავდმყოფოში, სადაც მოწამვლის დიაგნოზით ვმკურნალობდი. მგზავრობისას მეგონა, რომ ლენდ კრუიზერიდან გადმომათრევდნენ და ივანიშვილის თანამშრომლები მესროდნენ. მომდევნო დღეს კი ეს შიში ჩემს მაღალ სიცხეს მივაწერე.
მას შემდეგ, მე არავინ მინახავს “ოჯახიდან“, თუმცა, ბერას ვესაუბრე ტელეფონზე რამდენჯერმე, ვიდრე საქართველოს დავტოვებდი; ბერა, როგორც შვილი ისე მიყვარდა, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლება მირჩიეს, რომ ჩემივე უსაფრთხოებისთვის საქართველო დამეტოვებინა და ვიდრე თბილისში ვიქნებოდი არ აღმეძრა საქმე ბიძინას წინააღმდეგ. თუმცა, საელჩოს წარმომადგენლების განზრახვას მოგვიანებით მივხდი, მათ არ ჰქონდათ მოტივაცია დაეცვათ ჩემი ინტერესები, მიუხედავად იმისა,რომ მე ამერიკელი ვიყავი, თანაც ვეტერანი.
საელჩოს მაღალჩინოსანთა გაფრთხილების მიუხედავად, მე დავუკავშირდი მოსამართლეს თბილისში (თეა გიორგაძე), რათა გამეგო, თუ რა ლეგალური საშუალებები იყო ჩემს ხელთ; აღნიშნულის შედეგად შევხვდი ქალბატონი გიორგაძის მაშინდელ საქმროს-საქართველოს სასამართლოს წევრს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო მარიოტის გარეთ ჩემთან შეხვედრის დღესვე დაიჭირეს. სანამ დავტოვებდი საქართველოს, ქალბატონმა გიორგაძემ შემთხვევით დამაკავშირა ჟურნალისტ-გამომძიებელთან, რომელმაც ინტერვიუ ჩამომართვა ვიდეო კამერის თანდასწრებით, ჩემი დაბრუნების შემდეგ, 2008 წელს; მისმა ოპერატორმა ვიდეო რგოლიც გადაიღო ჩემზე, როდესაც რუსთაველის გამზირზე მივდივარ თოვლში. მაგრამ ეს ჩანაწერი არასოდეს არ გასულა ეთერში.
როდესაც უკან ვიყურება, კვლავაც ვერ ვხვდები, რატომ მექცეოდნენ ასე; თუმცა ეს შესაძლებელია განპირობებული ყოფილიყო ჩემი ცოდნის გამო, რომელიც შევიძინე ივანიშვილთან გატარებული დროის მანძილზე და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავიწყე ბიძინასთვის და ეკასთვის გაკვეთილების ჩატარება; ბიძინამ მიამბო იმ აზრთასხვადასხვაობის შესახებ, რომელიც მას ჰქონდა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, 2008 წლის მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე. ივანიშვილმა მითხრა, რომ პუტინის თვალებიდანაც ჩანდა, რომ პუტინი მას არ ენდობოდა და მას სურდა, რომ ივანიშვილს და მის ოჯახს დაეტოვებინა რუსეთი. გავლენის მოხდენა შეეძლო აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ჩემთვის ცნობილი იყო ივანიშვილის ცუდი დამოკიდებულება ილია მეორესთან; ასევე საგულისხმოა მის მიერ ჩემთვის უცნაური ხელის ჩამორთმევის ფაქტი, რამდენიმე ქართველის თანდასწრებით, ლანჩის დროს, ურეკში. აღნიშნული შესაძლოა კავშირში ყოფილიყო იმ ჭორებთან და უნდობლობასთან, რომელიც იქ არსებობდა, ან სრულიად განპირობებული ყოფილიყო იმ პრობლემებით, რომელიც მე და სხვა მასწავლებლებს გვქონდა მის უფროს ვაჟთან. ალბათ ვერასდროს გავიგებ.
ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ ბატონი ივანიშვილი არ ენდობა ხალხს და რომ ის გაიძვერა კაცია (უტამ მომიყვა, როგორ დატოვა ბიძინას მამამ მეორე მსოფლიო ომი და როგორ სძულდა მას რუსები) და რომ მე და თითოეულ ჩემს ყოფილ ფრანგ კოლეგას არ სჯერა ივანიშვილის. ძიძამ ეს ყველაზე კარგად გამოხატა, როცა თქვა „ისინი კარგი ხალხი არ არინო“. თუ ჩემი არ გჯერათ ნახეთ ბერას ადრეული ვიდეო კლიპები. რომელი კაცი მისცემდა თავის თინეიჯერ შვილს გაუმაძღრების ხარჯზე უპირატესობით სარგებლობის უფლებას; ამერიკის მუსიკის ინდუსტრიის შემოქმედებს ერის მართვაში არაფერი ესაქმებათ. ეს ცუდი საქმის საწინდარია.
აშშ-ში მე ყველაფერი გავაკეთე სიმართლის მისაღწევად და დავიწყე საქართველოში მიმდინარე ამბების მოყოლა, მაგრამ არავის არ სურდა ჩემი მოსმენა; მე F.B.I.-ის აგენტსაც კი შევხვდი ნიუ პორტ რიჩში, ფლორიდაში, 2009 წლის დასაწყისში. მე დავუკავშირდი იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალურ განყოფილებას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, ღარიბაშვილის მუქარის შემდეგ, მაგრამ ამაოდ.
როდესაც გახდა ცნობილი, რომ ენდი გარსია შეასრულებდა მიხეილ სააკაშვილის როლს ჰოლივუდის ახალ ფილმში „საქართველო (მაშინდელი სახელწოდებით), ამან წყობილებიდან გამომიყვანა. ამასთანავე მე ვიცოდი, როგორ მუშაობდა დიპლომატიური სამსახური ჩემს დროს მოსკოვში. აღნიშნულმა და იმის წარმოდგენამ, თუ როგორ ატყუებდა ჩემი ხელისუფლება და ჰოლივუდი ამერიკის მოსახლებას, მაშინ როცა ღიად აფინანსებდა ივანიშვილს (ამის შესახებ გვიან შევიტყვე) დიდი დეპრესიების შედეგად გამოწვეული დაღმასვლის პერიოდში, ბრაზით ამავსო და გამიჩნდა, არა იმდენად სამაგიეროს გადახდის, რამდენადაც ხალხისთვის საქართველოს რესპუბლიკაში სინამდვილეში მიმდინარე ფაქტების შესახებ ინფორმირების სურვილი.
ეს ჩემი დიდი სურვილი იყო. ერთი რამ ვიცოდი, რომ შესაძლებელი იყო შერყეული ფსიქოლოგიით მოვხვედრილიყავი დუბლინის ციხეში, პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსის ძიებაში. თუმცა, ჩვენ ვცხოვრობთ, ვსწავლობთ და ცხოვრებაც გრძელდება. სახლში წავიკითხე ერთი ელექტრონული სტატია აშშ-ს სამხედრო მოხელის, ანდრე შეფარდის შესახებ, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა გერმანიაში და შედეგად მოიპოვა უსაფრთხოება, მედიის ყურადღება და პოპულარობა. ღარიბაშვილის მუქარის და საქართველოში ჩემი ორ წელზე მეტი ხნის ცხოვრების ფონზე, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ გარკვეული სახის დაცვას მივიღებდი ჩემი წინაპრების სამშობლოდან-ირლანდიიდან, სადაც დავამთავრე უნივერსიტეტი და სადაც ჩემს ამბავს მოვყვებოდი, რაც ნათელს მოჰფენდა ფაქტს, რომ ფილმი „საქართველო“ იმ კოშმარის ნაწილია, რომელიც ახლა იწყება კავკასიაში. თუმცა ამას განხორციელება არ ეწერა. მე ვგრძნობდი, რომ ეს საკითხი ძალიან შეზღუდული იყო დროში. სააკაშვილთან არსებულ კავშირებს შორის პარალელების გავლების შემდეგ, დავრწმუნდი, რომ სემ პეტენი, დაქირევებული მკვლელი (4-hire gun spin doctor) დაკავშირებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან და რომ ჩემი დათხოვნა სატყუარა იყო და ჩემი ჩანაცვლება საქართველოს პოლიტიკური მომავლის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად, სააკაშვილის შემდეგ მისი, ამერიკის მიერ სახელდებული ლიდერის ხელში გადასვლას.
კი, მე ვმუშაობდი დიპლომატიურ სამსახურში და ეს შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი იყოს. მე წამოვედი, რადგან იქ დასაქმებული ხალხი დისკომფორტს მანიჭებდა. აღნიშნული და ის ფაქტი, რომ ვმუშაობ ამერიკის საელჩოში, რომელიც მოსკოვის ზომისაა, შესაძლებელია ჰგავდეს ამერიკულ საშუალო სკოლაში დაბრუნებას, სადაც ყველამ იცის თავისი ადგილი. მე არ ვაფასებდი ამას საქართველოში, რადგან ეს ნაკლებ სარწმუნოდ მეჩვენებოდა 2008 წლის ომის შემდეგ. ზედმეტად თავმდაბალი ვიყავი...თუმცა სულელი არასოდეს ვყოფილვარ. მე მჭირდებოდა დრო და სხვების თანადგომა, გარკვეული საკითხების (წერტილების) დასაკავშირებლად. ის არ მაშინებს რაც ვიცი, მაშინებს ის რაც არ ვიცი, მაგრამ სწავლის/გაცნობის პროცესში ვარ. ერთი რამ, რაც დავინახე, არის ის რომ დემოკრატია მხოლოდ ილუზიაა საქართველოში, ისევე როგორც აქ, აშშ-ში.
მე არ ვიცი, მათი აზრი, ვინც ინფორმირებულია საქართველოს და რუსეთის შესახებ, მაგრამ მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ რუსი კაცები საერთო ჯამში ღირსეულნი იყვნენ, ისინი თავისი სიტყვის პატრონნი არიან. ქართველებს, რაც შეეხება, ისინი როგორც ჩანს თავისუფლად ხოცავდნენ მოქალაქეებს ცხინვალში, სამხრეთ ოსეთში. ეს იქ არსებული პოლიტიკური ხელისუფლების მახასიათებელია, განსაკუთრებით შევარდნაძის შემდგომ პერიოდში, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პატიოსან, უბრალო ქართველ ადამიანებთან.
მე ახლა მესმის, თუ როგორ იახლოვებდა ივანიშვილი ხალხს მოსკოვში, აღნიშნული არაფერ კავშირში არ არის მის ფულთან ან პოლიტიკასთან, ფაქტი ისაა, რომ მას ნდობას არ უცხადებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ხალხი. ჩემს მიერ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ, შემიძლია წარმოვიდგინო, ჩემდა მოულოდნელად, ჩემ პიროვნებასთან დაკავშირებული საშიშროების აღქმა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არაფერს არ შევცვლიდი. ჩემი ერთადერთი სურვილია აუდიენცია მედიასთან ან მთელი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ჩემს მიერ გაგზავნილ ათასობით წერილზე პასუხის მიღება მაინც. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ უცხოელი ბილიონერისთვის 44 მილიონი დოლარის მიცემა, რომლის შესახებაც არავის არაფერი სმენია, 2008 წლის დაღმასვლის პირობებში. შეიძლება ჩვენ ისეთ მთავრობას ვიმსახურებთ, როგორიც გვყავს; ორივე, ქართველებიც და ამერიკელებიც! ნეტავ ეს ასე არ იყოს. ვისურვებდი, რომ ხალხი უფრო მეტად იყოს ინფორმირებული; ვისურვები მათ გამოღვიძებას. პირადად მე რამდენიმე ჟურნალისტი (ერთი ამერიკელი, ერთი ავსტრიელი; ორივე მათგანი აშუქებდა სამხრეთ ოსეთის ომს 2008წელს) დამეხმარა გარკვეული საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებაში. იქნებ ჩემი ნაამბობი დაეხმაროს სხვებს რაღაცეების დაკავშირებაში. მეტსაც ვიტყვი, ჩემთვის ეს უფრო სახალისოა, ვიდრე მილიონ დოლარიანი ანაზღაურება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან სარისკოა.
http://geonews.posterous.com/life-with-bid...-an-eye-opening This post has been edited by LARSI on 8 Feb 2012, 12:44
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
არ დათმო და დაგითმობენ.
ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.