ქოცნება მგონი მართლა გააჩენს მესამე ძალას და ნაცქოცის ორპოლუსიანობა გაქრება, ქუთაისის აქცია უფრო ფართო მაშტაბიანი გახდება
მოკლედ აშენდებაო
ნათია თურნავა -„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე არსებობს კვალიფიციური პასუხები - ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს
05.03.2021 / 16:04
https://www.interpressnews.ge/ka/article/64...qas-dasaxlebebsადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, აუცილებელი, ცოტა დაგვიანებულიც და ამაში ვეთანხმები მათ, მაგრამ, ამ ეტაპზეც, ვფიქრობ, ძალიან დიდი, დადებითი შედეგის მომტანია ასეთი კომუნიკაცია, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც დღეს დაისვა და ზოგადად არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, გავეცით პასუხები, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებიან.
„დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები - მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ მას რამე დაემართოს“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე კარგად არის შესწავლილი გეოლოგია და რაღაც ქანებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, რატომღაც, სახელდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრის განცხადებით, პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაშიც, დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან.
„ასევე ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპსური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს - არასწორად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაციები და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ადგილობრივ ხალხს ბევრი ფულები მიეცითო უთხრა ინვესტორს თურნავამ და ააშენეთო
ნათია თურნავა - „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად
05.03.2021 / 17:03
https://www.interpressnews.ge/ka/article/64...e-dasasakmebladცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანჰესთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იყო.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მათ შორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს არა უბრალოდ რიგით კვალიფიკაციებზე და რიგით პროფესიებზე, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე.
„ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება/გადამზადება, რომ მოსახლეობამ მეტი გამოცდილება შეიძინოს და ეს პროექტი მთლიანად საქართველომ გამოიყენოს იმისთვის, რომ უფრო მაღალი რანგის ინჟინრები მომზადდნენ. თვითონ ჩაერთონ და იმუშაონ. შესაბამისად, ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება და ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა „შეხვედრა შეხვედრისთვის“ - ეს შეხვედრა არის ჩვენთვის, მთავრობისთვის გზამკვლევი, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ პროექტის საწყის ეტაპზე გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
This post has been edited by მაწო:-) on 5 Mar 2021, 17:49