ამაზე, საჭიროა როგორც პოლიტიკური (პარტიების მხრიდან), ასევე საერთო სახალხო პროტესტი!!!ამის შესახებ განცხადება „ინტერ რაოს” ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების პრეზენტაციის დროს გაკეთდა.
სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო” 2021 წელს გეგმავს საზღვარგარეთის ქვეყნებს 15 მლრ კვტ სთ ელექტოროენერგია მიაწოდოს, 28%-ით მეტი ვიდრე 2020 წელს.
კომპანია ვარაუდობს, რომ ძირითადი მყიდველები ბალტიის ქვეყნები (ლატვია და ლიტვა) იქნებიან და მათ წილად გაყიდვების 33% მოვა. ფინეთის წილი გაყიდვის მთლიან მოცულობაში 27% იქნება, ჩინეთის – 21%, ყაზახეთის – 8%, საქართველოსი – 6%, სხვა ქვეყნების კი – 5%.
კომპანია თვლის, რომ მარჟინალური მოგება უკანასკნელი ხუთი წლის საშუალოზე მეტი იქნება.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული იყო 570 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია, „ინტერ რაოს” მიერ პრეზენტაციაზე გაცხადებული 6%-იანი წილი საერთო ექსპორტში კი არის 900 მლნ კვტ სთ ანუ 57,7%-ით მეტი, ვიდრე წინა, 2020 წელს, 71,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს და 335,8%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს.
ესკოს 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსი ჯერ არ გამოუქვეყნებია, 2021 წლის იანვრის მონაცემების თანახმად კი რუსეთიდან წინა წლის იანვართან შედარებით 91,7%-ით მეტი ელექტროენერგიაა იმპორტირებული.
ესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული 2007-2020 წლების ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველო ელქტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყანად იქცა და დამოკიდებულება იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე სულ უფრო და უფრო იზრდება.
იმპორტირებული ელექტროენერგიის (1610,1 მლნ კვტ სთ) წილმა მოხმარებულ ელექტროენერგიაში (12157,0 მლნ კვტ სთ) 2020 წელს 13,2% შეადგინა
„ინტერ რაოს” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველო ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებიდან ერთადერთი იყო, რომელმაც რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა გაზარდა
https://ipress.ge/new/inter-rao-2021-tsels-...O8BEzuIwT2_R-QIპს
არა ჰესები-ს აქციის ერთ-ერთი დამფინანსებელი, შეიძლება იტერა(ც) იყოს!
თუმცა, ხელშეკრულება რომმ გადასახედია, ამაზე მე პირადად არ ვდავობ!!
This post has been edited by jangula on 6 Mar 2021, 12:13