ირლანდიელი, ინგლისელი და კლაუდია შიფერი მატარებლით მგზავრობენ. მატარებელი მალე გრძელ გვირაბში შევიდა და ვაგონში ერთიანად დაბნელდა. გაისმა კოცნის და შემდგომ სახეში გარტყმის ხმა. გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ კლაუდია შიფერი და ირლანდიელი სხედან მშვიდად და ინგლისელი სახეზე ხელს იფარებს.
ინგლისელი ფიქრობს : ალბათ, ირლანდიელმა აკოცა კლაუდიას, იმან სახეში გარტყმა მოინდომა და შემთხვევით მე გამარტყაო.
კლაუდია ფიქრობს: ალბათ, ინგლისელს ჩემი კოცნა უნდოდა, შემთხვევით ირლანდიელს აკოცა და იმანაც გაარტყაო.
ირლანიდელი ფიქრობს: რა მაგარია! კიდევ რომ შევალთ გვირაბში, ისევ კოცნის ხმას გავაკეთებ და ამ ინგლისელ ნაბოზარს სახეში კიდევ ვგლიჯავ!