#57611379 · 7 Mar 2021, 23:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა, ბრძენო ერო, ხანდახან კი არა და უფრო ხშირად შავი რო თეთრად გველანდება და პირიქით, თქვენი აზრით, რას ემსახურება სახლებში გამოკეტვა, 21:00-5:00 პერიოდში ვირუსი გამგელებული დაფრინავს ქუჩებში და ხალხს ეძებს მოსაცელად, გრიგორიჩი ფსიქოლოგიურად გვატერორებს (ჯერ ჭავჭავაძეზე რა გაგვიკეთა მაგ სოფლელმა მეორე სოფლელის ხელით) თუ დასავლელებს აჩვენებს აქაური მდგომარეობის სერიოზულობასა და სირთულეს? რა ვერსიები გაქვთ?
ფაქტია, ეს ე. წ. "კომენდანტის საათი" რუსთაველზე დაბანაკებული ვენებგადაჭრილი და ნაკერავზეგახეული ამ ვითომოპოზიციისთვის არ მოქმედებს. ოპოზიციას იწყალებს და იწყნარებს ბრძენი მმართველი და არ აჯარიმებს (ალბათ იმ მოტივით, რომ ბრძენი ხალხი ამას არ მოითმენს და ამიტომ გონიერი მმართველი დემოკრატიას, როგორც ცეცხლს, არ ეთამაშება და უფრთხის). ე. ი., მე რომ ქუჩაში გავიდე, დავჯარიმდები და მისი პოლიტიკური ოპოზიცია, ვინც მას ციხეში ჩასმით ემუქრება - ჯარიმისგან თავისუფალია და კანონდარღვევაზეც ხსნილი აქვს. მისი ბიზნესპარტნიორის სახლიკაციც არ დაჯარიმებულა, მეგაფონით რო მოჩლახუნობდა. თუმცა ამაზე კვარტილიონჯერ რთული ამოცანებიც ამოუხსნია ქართულ გენიას.
და მთავარი: თქვენი აზრით, როდის გაუქმდება? როდემდე უნდა იყოს?
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული -- ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
|