ევროპარლამენტარი და ევრონესტის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ექსტრაორდინალური შემთხვევა იყო და თუ ამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყვება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სხვა ვერავინ დაეხმარება.
"იმედი მაქვს, ორივე მხარემ იცის, თუ რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია და პროცესებში ჩართვა. ეს იყო ექსტრაორდინალური შემთხვევა. შარლ მიშელი მთელი ევროკავშირის ლიდერია და თუ მიშელის მისიას, რომლის მიზანიც მოლაპარაკებების დაწყებაა, შედეგი არ მოჰყვება, ეს იქნება გზავნილი ევროპისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მისი მისია იქნება წარუმატებელი, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვერავინ დაგეხმარებათ. მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ძალიან სერიოზულად მიუდგნენ უშუალოდ მიშელის და მთელი ევროპის გუნდის პროცესებში ჩართვას. ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა უნდა მოიძებნოს", — აცხადებს კუბილიუსი.
მისივე თქმით, ბრიუსელში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადების წარდგენა.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციას და მის ძალისხმევას, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორკვირიან ვადაზე მოხდა შეთანხმება, ეს ყველამ იცის. ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადებების წარდგენა, რაც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს. ბრიუსელში ყველა ამას ელოდება. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. მმართველმა პარტიამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წარადგინოს იდეები. მე იმედიანად ვარ განწყობილი", — აცხადებს ევროპარლამენტარი.
https://on.ge/story/77322-%E1%83%97%E1%83%A...%83%A1%E1%83%98
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//