თუ დაგღალათ ტროლ ბოტების უაზრო პოსტებმა, გაპრავებებმა და ა.შ. აქ გასწავლით მარტივად როგორ დამალოთ ისინი.
1 დააყენეთ ublock origin
2 შედიხართ უზერის პროფილში და URL-ში ანუ ლინკი სადაც წერია იქნება ასეთი რამე:
https://forum.ge/?showuser=xxxxxxx აკოპირებთ = ს მერე რიცხვებს
3 ჩაუწერეთ ზუსტად ამ ტექსტს ეგ რიცხვები ბრჭყალები საჭიროა (ფორუმმა შეიძლება i გადააკეთოს 1-ნად contains სიტყვაში და გაასწორეთ ეგ) forum.ge##:xpath(//table[contains(@class,"xxxxxxx")])
4 გახსენით ublock origin-ს სეთინგები ზედ დაკლიკვით და ბოლტების მაგვარი ღილაკებია დაბლა მარჯვენა კუთხეში. გადადით My filters tab-ზე და იქ ჩააკოპირეთ ახალ ხაზზე და ყვითლად ანთებულ Apply changes ღილაკს დააჭირეთ. დაარეფრეშეთ გვერდი და ამ უზერის პოსტები აორთქლდება.
ეს extension ისედაც ყველას უნდა გეყენოთ, ძალიან მაგარი რამეა. adjaranet-ზე ვიდეო რეკლამებს ბლოკავს,
ასევე facebook-ზეც, youtube-ზე და მოკლედ ძალიან ბევრ რამეს ბლოკავს. იმ pop up-ებსაც ბლოკავს ბევრ საიტზე სადაც adblock აღმოჩნდა და ვერ გავხსნითო. instagram-ზე login-ს რომ ითხოვს ჩამოსქროლვისას მაგასაც
ბლოკავს, მოკლედ გაცილებით უკეთესს ხდის ბრაუზინგს.