უცნაური სიტუაციაა. ჩანაწერების გამოჩენიდან მალევე ქოც-დეპუტატები "შავ არქივზე" და კონტექსტიდან ამოგლეჯა-შინაარსის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. წილოსანმა დიფფეიქიც ახსენა, მაგრამ ეს გავატაროთ :დ
ჩუბინიძემ ხელები გაასავსავა - სერიოზულად? იუმორის გარეშე ამას ვერ მივიღებო. მერე სამთავრობო მედიაშიც გამოჩნდა უფრო ოფიციალური ინტერვიუთი - მიზანმიმართულად ახდენენ მმართველი პარტიის დისკრედიტაციასო... მერე უცებ ამოატრიალა პლასტინკა - კი იყოო.. და ჩანაწერის ერთი ნაწილი მთლიანად დაადასტურა.
ამის მიუხედავად მაინც ფაბრიკაციას აწვებოდნენ ქოც-დეპუტატები, ზუსტად ბერას ინტერვიუს წინაც იგივეს ღაღადებდა მდინარაძე და... კი გავაკეთე და თუ საჭიროა კიდევაც გავაკეთებო - ექვთიმიჩმა..
ჰოდა, WTF???
1. იმდენად მოშლილები და დეზორგანიზებულები არიან ერთმანეთთან ვეღარ ათანხმებენ საერთო პოზიციას.
2. ექვთიმე და კო-მ დაიკიდეს დანარჩენი საქოცეთი, ჩამოიხსნეს ნიღბები და.. კაცმა არ იცის როგორ გააგრძელებენ.
3. რეალურად გადაწყვიტა წასვლა და ძალაუფლების გადაბარება.
გამოუშვით თქვენი ვერსიებიც და ჩავაანალიზოთ