გოჩა ლორთქიფანიძე დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1964, ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ პროფესიით იურისტი
1991 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით.
1994 წ. ჩაირიცხა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამაზე ადამიანის უფლებების სამართალში, რომელიც დაამთავრა 1995 წელს და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2003-2004 წწ-ში წარმატებით გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრატურა, რისთვისაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლებრივ მეცნიერებებში. 2011 წლიდან არის ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი, მუშაობს სადისერტაციო თემაზე - საერთაშორისო ორგანიზაციების შემდგომი პრაქტიკა. კითხულობს სალექციო კურსს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სკოლაში -
,,საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკა საქრთველოსთან მიმართებაში“
2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ქ. ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი, ასწავლიდა ადამიანის უფლებებს, მიჰყავდა აკადემიური პროგრამები იძულებით გადაადგილებული პირების და ქალთა უფლებების შესახებ.
არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.
2013 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
ახალ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახე მარტო ეს იქნება
მგონი ორშაბათს არის ნდობის გამოცხადება პარლამენტში
This post has been edited by VIP Blogger on 19 Dec 2020, 04:34