#57628541 · 11 Mar 2021, 13:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სოცქსელებს რას უზამენ თორე კი
მიშას დროს ნაცებს ბევრად დიდი მეტია კონტროლი ქონდათ, ვიდრე ამათ საერთოდ ძალუძთ. რომც დაკეტონ ყველა ოპო-არხი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა ვინმე ანტი-ქოცი მერე. მართლა დიქტატურა თუ არ დაამყარეს, გლობალი თუ არ გათიშეს და ეგეთები (რაც ძალიან აპოკალიპტურია და არა მგონია მოხდეს. მართლა სანქციების გაჩალიჩებაზე არა მგონია ჩალიჩობდნენ) - ხალხი რომ მაგათ გადაუწყვეტს რომ დროა წავიდნენ , მოუწევთ წასვლა
ფაქტი ერთია - ხალხის დიდმა ნაწილმა 2020 წლის არჩევნებზე ერთმნიშვნელოვნად არ დაგმო საქოცეთი (სხვადასხვა მიზეზის გამო), ისე როგორც 2012-ში დავგმეთ სანაცეთი. ესაა ხმა ერისა და ამ ფაქტს, რამდენადაც უნდა მძაგდეს იგი, ვერც მე გავექცევი და ვერც ვერავინ. ამიტომაც მოუწოდებენ ის ოჯახაშენებულები, შედით პარლამენტშიო, იმიტომ კი არა რომ მოწონთ ქოცნება.
აწი უკვე ბოიკოტი ძალიან შორსაა წასული და აღარ ღირს მოხსნა (ელისაშვილი დღემდე მევასება, მაგრამ არ უნდა შესულიყო არც ეგ), მაგრამ თავის დროზე ასე პაგალოვნად ნაცებისთვის არ უნდა დაეჯერებინათ და ჯობდა მეორე ტურში გამოეგლიჯათ სკამები ქოცებისთვის. 24-თვის უკვე მომზადებული იქნებოდა ნიადაგი მართლა მრავალპარტიული პარლამენტისთვის, სადაც ერთმნიშვნელოვნად მმართველი პარტია არ იქნებოდა
|