ეგეთი რამ პირველად გავიგე
მეც ყველა სათამაშოს ვიყენებდი ყოველდღიურად, მაგრამ არც ერთი გამიფუჭებია
ძალიან პატარა ასაკშიც კი ვუფრთხილდებოდი და ნაზად ვეპყრობოდი
არც დაჩხაპნილი მქონია არაფერი და არც დამტვრეული
ცოტა რო წამოვიზარდე, უკვე მე თვითონ მივუჩინე ყველაფერს თავისი ადგილი
ლამაზად მყავდა დასმული, პერცექციონისტულად ჩამწკრივებულ თოჯინები ერთ კუთხეში, რბილი სათამაშოები ცალკე და ასე
და ვესაუბრებოდი და ვუვლიდი

ერთხელ ველური ბავშვი შემომივარდა, ისე უხეშად კიდებდა ყველაფერს ხელს, გული კინაღამ წამივიდა, ყველაფერი ამირია
ბოლოს თოჯინას ფეხი მოტეხა და მანდ გავჭედე
ტირილით მივვარდი, ვეცი და დავაპუტე თმები
მერე გაგვაშველეს

იმდენს ვტიროდი რო წავიდა, მეთქი ეს რა ქნა.. მერე დამამშვიდა მამაჩემმა და მარტივად დამიმაგრა მომძვრალი ფეხი
აუ დედაჩემის ნათქვამი დამიდგა ახლა თვალწინ.. ბაღიდან მოვედი და ასე მითხრა, მოიწყინეს შენმა თოჯინებმა უშენოდო...


მეც დავიჯერე და დავიწყე იმაზე ფიქრი, ჩემი არყოფნის დროს როგორ იწყენდნენ... თან ბაღშიც ვერ წავიყვანდი ყველას, რადგან გამიფუჭებდნენ... და ბაღში ყოფნის დროს ხშირად ვფიქრობდი, ნეტა ახლა ხომ არ ტირიან მართლა უჩემოდ მეთქი

და მერე ბაღიდან მოსული ყოველდღე ვეკითხებოდი დედაჩემს, არ მომატყუო, ხომ არ ტიროდნენ ჩემს არყოფნაში მეთქი

და მას შემდეგ ყოველი წასვლის წინ ვუბარებდი, არ მოიწყინოთ მეთქი
This post has been edited by ბანჯოო on 13 Mar 2021, 21:54