სტატია მომზადებულია „Новая газета“ -ზე დაყრდნობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინები ეკუთვნის მასალის ავტორს არ გამოხატავს „კომერსანტის“ შეხედულებებს.
2020 წლის სექტემბერში აფხაზეთის მთავრობამ 2 წლიანი აკრძალვის შემდეგ კრიპტოვალუტების მოპოვება ოფიციალურად დააკანონა. ამან ისე გაახარა ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ელექტროქსელებმა ვერ გაუძლო. სახლებში რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე შუქი ყოველდღიურად ქრება.
დეკემბერში მაინინგი ისევ აკრძალეს. მრავალტანჯულმა სახელმწიფო ენერგოკომპანიამ „ჩერნომორენერგომ“ დაიწყო იმ ადგილების გამოთვლა, სადაც ელექტროენერგიის ჭარბი დანახარჯია, შემდეგ ის რაიონი ითიშება, ხოლო მილიცია კრიპტოფერმის ძებნას იწყებს.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ დღეს გათიშული მაინინგის წერტილი ხვალ ისევ, სხვა ადგილას, მუშაობს. ამ დღეებში აფხაზეთის პარლამენტმა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება გადაწყვიტა. აფხაზეთში ასეთი საკითხები წლობით იხილება - მაგალითად, საგადასახადო კოდექსს აქ უკვე 5 წელი იხილავენ.
მაინერებისთვის გამონაკლისი დაუშვეს, პირველი მოსმენით კანონი რამდენიმე საათში მიიღეს, თუმცა, ეს მხოლოდ პირველში... მეორე და მესამე როდის იქნება - არავინ იცის.
ბოლო თვეებში აფხაზები ძალიან წუწუნებენ ელექტროენერგიის „განრიგზე მეტად“ გათიშვის თაობაზე. ანუ განრიგით არაუშავს, აი განრიგის იქეთ, აღმაშფოთებელია. სახლებში ცივა იმიტომ, რომ ყველაფერი დენზე მუშაობს.
ზოგადად აფხაზეთი ძალიან თავისებური ადგილია, რუსეთში უკვე ნორმად ქცეული სერვისები აქ ჯერ არ არსებობს, მაგალითად ინტერნეტით ტაქსის გამოძახება.
მობილურ ტელეფონზე მოდის ტაქსის სერვისის რეკლამა - „ იგვიანებთ? გამოგვიძახეთ, დავაგვიანოთ ერთად!!“... მშვენიერი რეკლამაა, აფხაზეთში არავის არსად ეჩქარება...
მილიცია ფერმების გამოსავლენად რეიდებს ყოველდღე ატარებს, ისინი ყველგანაა - სახლებში, მიტოვებულ შენობებში, ყოფილი ქარხნებში. ოჩამჩირეს ერთ-ერთ მიგდებულ ჩაის ქარხანაში მაინიგის 1900 აპარატი აღმოაჩინეს. აქაურები მათ „ასიკებს“ უწოდებენ, ინგლისური აბრევიატურის ASIC-ის გამო - სპეციალური დანიშნულების ინტეგრალური სისტემა.
თითო „ასიკი“ 100-დან 300 000 რუბლი ღირს. ფერმის მფლობელია სოფელ ბასლახუს მკვიდრი დავით გოგია. საიდან მას ამდენი ფული? არავის სჯერა, რომ ეს სიმდიდრე მართლად მისია.
„მაინინგ-ფერმების დიდი ნაწილი აფხაზეთში რუსული ფულითაა ნაყიდი. ფორმალურად მფლობელი შეიძლება ადგილობრივი იყოს, თუმცა, რეალურად ინვესტორები რუსები არიან“, - ამბობს აფხაზეთის საკითხებში ექსპერტი კირილ ბაზილევსკი.
წესით, დეკემბრიდან მაინინგი აფხაზეთში უნდა მოკვდეს. ფერმებს ყოველდღიურად ავლენენ და თიშავენ, ეს საქმიანობა უკვე არალეგალურია. ნებისმიერი აფხაზი მაინერი, რომელიც ამ საკითხზე საუბარს დათანხმდება, იტყვის, რომ მაინინგზე უარის თქმა მოუწია.
თუმცა ეს წესით. რეალურად კი ყოველდღე აფხაზეთის ქალაქებში და სოფლები ელექტროენერგია კვლავ ითიშება. თუ მაინინგი დასრულდა რატომაა ელექტროენერგიის გადახარჯვა? პასუხი არ ისმის. თუმცა, ისედაც გასაგებია - საიდან...
აფხაზეთს მაინინგის მსოფლიო ცენტრად ქცევის ყველა შანს აქვს და ამის მიზეზია, ელექტროენერგიაზე წარმოუდგენლად დაბალი ტარიფი - 40 კაპიკი. შედარებისთვის საქართველოში 1 კვტ. საათი 10-ჯე ძვირი, 4 რუბლი ღირს.
აფხაზეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განათებული ტერიტორიაა - განათება ქუჩებში ჩართულია ჯერ კიდევ დაბნელებამდე, ყველა სახლი და ბინა დენით თბება, მოსახლეობა სახლიდან გასვლისას შუქს არ თიშავს.
ტარიფების ზრდის ბოლო მცდელობა 2012-2013 წლებში იყო, თუმცა, ამ ინიციატივამ მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია და ამით ყველაფერი დასრულდა. იაფი ელექტროენერგიის სხვა ქვეყნებთან შედარებით აფხაზეთს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - გარდა იმისა, რომ დენი იაფია, მას არავინ არ იხდის.
თეორიულად მოსახლეობის დავალიანება 250 მლნ. რუბლია, თუმცა, მხოლოდ თეორიულად, ფაქტობრივად ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას არავინ ცდილობს. ეფექტური კონტროლი არ არსებობს, კონტროლიორებს სახლებში არ უშვებენ და ლანძღვა-გინებით ისტუმრებენ.
ექსპერტების გათვლებით აფხაზეთის ენერგოსისტემის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისთვის 3,7 მლრდ. რუბლია საჭირო. ეს არა მოდერნიზებისთვის, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ სისტემა საერთოდ არ ჩამოიშალოს.
აფხაზეთის პერსპექტივები კრიპტოსამოთხედ ქცევის კუთხით ვიღაც-ვიღაცებმა ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ დაინახეს, იმ დროიდან აფხაზეთში ასობით ფერმა პატარაც და გიგანტურიც შეიქმნა. 2017 წელს კრიპტოვალუტების მოპოვებაზე, როგორც კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობაზე, აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა ლაპარაკობდა.
მაშინ ეს იდეა ვერ გაიგეს, მაგრამ გაუგებრობა დიდხანს არ გაგრძელდა, უკვე 2018 წელს აფხაზეთში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება და ამასთან ერთად ელექტროენერგიის გათიშვები დაიწყო. 2019 წელს კი ენერგომოხმარება 28%-ით გაიზარდა.
2020 წელს აფხაზეთში მორიგი გადატრიალება მოხდა. ახალმა ხელისუფლებამ მაინინგის აღჭურვილობის შემოტანა აკრძალა, თუმცა, თავად მაინინგი არა. შესაბამისად, აკრძალვა ქაღალდზე დარჩა - „ასიკები“ აფხაზეთში ჩვეულებრივად, უპრობლემოდ შემოდიოდა.
2016-2019 წლებში რესპუბლიკაში 20 000 „ასიკი“ შემოიტანეს, 2020-შე კი 40 000 და ეს მაშინ, როდესაც ოფიციალურად შემოტანა აიკრძალა.
2021 წლის იანვარში აფხაზეთის ენერგიის ერთად-ერთი წყარო საბჭოთა დროში აშენებული ენგურჰესი რემონტის გამო გაჩერდა, და რესპუბლიკამ ელექტროენერგიის შესყიდვა რუსეთში დაიწყო.
ცხადია, აფხაზები ფულს არც რუსული ენერგიისთვის იხდიან შესაბამისად, დავალიანებამ უკვე 619 მლნ. რუბლს მიაღწია.
კრიპტოფერმების წინაამღდეგ სადამსჯელო ოპერაციები აფხაზეთში ყოველდღე ხდება.. თუმცა, იანვართან შედარებით, თებერვალში ენერგომოხმარება 17% გაიზარდა....
https://commersant.ge/ge/post/novaia-gazeta...-mainerebistvis This post has been edited by dato148 on 14 Mar 2021, 14:14