გადაყვა რა ქუთაისს ოცნება
რას აღარ უკეთებენ და ერთი თემაც არ მოიუძვნეს
ცუდათ მუშაობს ოცნების პიარი ქუთეისში


ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა. სკვერი რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, სადაც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებითა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ადგილზე გვირილის ფორმის "მზის ხე" დამონტაჟდა.
მზის გვირილის ფურცლებზე დამაგრებული მზის პანელები გარდაქმნის მზის ენერგიას ელექტროენერგიად და მასზე დამონტაჟებული დასამუხტი საშუალებებით დღე-ღამის განმავლობაში 50-60 და ერთდროულად 30 ელექტრო მობილური ტელეფონის დამუხტვის საშუალებას იძლევა.
ენერგოეფექტური სკვერი ამიერკავკაციაში პირველია. მას ქუთაისში სათემო სოციალური მარკეტინგის საპილოტე კამპანიის ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია - „ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხსნის. აღნიშნული ტექნოლოგიური ინსტალაცია, დღისით მასზე განთავსებული მზის ბატარეების მეშვეობით, იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება, რაც უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ აღნიშნულ სკვერში ხელმსაწვდომი იქნება WI-FI, ელ. ბიბლიოთეკა და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება QR კოდების მეშვეობით.