“მაქვს განცდა, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთნაირად ფეხებზე ჰკიდიათ ეს ქვეყანა და მარტო საკუთარი თავი და ერთმანეთში ძიძგილაობა აინტერესებთ.
პ.ს. კავკასიური ცარცის წრე მაინც არ უნახავს არავის, იმ მაგიდასთან ვინც ზის? გაგლიჯეს ქვეყანა შუაზე.” – ასეთი შეფასებით გამოეხმაურა ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია კრისტიან დანიელსონთან პოზიციისა და ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრას.
ბაია პატარაიას ამ პოსტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელ ნიკა გვარამიასგან და ამავე ტელევიზიის წამყვან ეკა კვესიტაძისგან.
ნიკა გვარამია: რა შუაშია ახლა ოპოზიცია, რო დააბალანსე გოიმურენჯეოშნიკურად

)))
ბაია პატარაია: გოიმები თქვენსკენ მოიკითხეთ ამ ძალაუფლებაზე დახარბებულმა ოპოზიციონერებმა. მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე ნუ დარჩება პრინციპით ვინც მუშაობთ. ამოხვედით ყელში!
ნიკა გვარამია: ბაია, იუმორი რომ არ გაქვს, ეს ძლიან ცუდია. ამას გარდა, ოპოზიცია მე არ ვარ და მგონი, ვინც ვარ, იცი. და მესამე – როცა გჭირდები ჩემი გამოყენების რეჟიმიდან გამოდი და როც გინდა თავზე დაგასხმამ რეჟიმიდანაც, თუ შეიძლება. და ყელში ამოხვედი, შე უზრდელო, უთხარი შენს სამეგობროს.
ბაია პატარაია: უზრდელურ მიმართვებზე იუმორი არა მაქვს. და არც აღარც ამ დაუსრულებელ მოლაპარაკებებზე მაქვს იუმორი. დაიქცა ქვეყანა და არც ოპოზიცია თმობს რამეს. პრინჩიპულიააა… ბოლოს ის მეწყერი მოგვიყოლებს ყველას და ის იქნება. აი, ოპოზიცია რო ფიქრობს, რო რაც უფრო ღრმა იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, მით უკეთესიო – აი, ეგ ამოვიდა ყელში!
https://ipress.ge/new/baia-pataraia-nika-gv...ozitsionerebma/გაბერილი და ამაყი
წყალში ყიყინებს ბაყაყი.
ქ ე თ ი ნ ო : ცურვა რომ იცი, ბაყაყო,
ყვინთვა რომ იცი, ბაყაყო,
იმითი ხომ არ ამაყობ?!
აბა, ნაპირზე ამოდი,
ნახე, რა მაგრად დაგნაყო!
ბ ა ყ ა ყ ი : ცურვა და ყვინთვა რომ ვიცი,
სწორედ იმიტომ ვყიყინებ,
გაბედე, წყალში ჩამოდი,
სულ დაგაწიწკნი კიკინებს!
გენიალურია დუმბაძე