The Platform გახლავთ ესპანელი რეჟისორის Galder Gaztelu-Urrutia თუ არ ვცდები სადებიუტო ნამუშევარი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქართველოში ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ფბ-ზე ფილმების ჯგუფებში.
მეც სწორედ ფბ-ზე მოვკარი თვალი და სიმართლე რომ ვთქვა, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. საქართველოში რაც ესპანური ფილმებია პოპულარული ბოლო წლებში, რბილად რომ ვთქვათ- ნაგავი და ისეთ ხალხს ევასება კინოს გარტყმაში რომ არ არიან; ვგულისხმობ ისეთ" შედევრებს" როგორებიც არის- უხილავი სტუმარი და სხეული

ხოდა, რაღაც ეგეთ თრეშ ნაგავს ველოდი.
ვერ ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა და გავგიჟდი და ჩემი შიშები ნაწილობრივ არ გამრთლდა; მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ფილმი მომეწონა და საკმაოდ ბევრი ვიჭყლიტე ტვინი მის გასაგებად. ფილმს აქვს მინუსები, თუნდაც სამსახიობო დასი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და ხშირად ყალბი ემოციები იგრძნობოდა... და ასევე, რეჟისორის გადაწყვეტილება არ მომეოწნა კანიბალიზმი ასე პირდაპირ და ნატურალურად რომ აჩვენა, სწორედ მაგან დაუგდო რეიტინგი და ბევრ ადამიანს გული აურია.
მოკლედ, ფილმი იდალური და სუპერ შედევრი არ არის და ძალიან ჰგავს ისეთ ფილმს,როგორიც არის კუბი; მაგრამ საკმაოდ საინტერესო ფილმია, რომელიც ადამიანს ბევრ რამეზე დააფიქრებს.
ვისაც ნანახი გაქვთ,როგორ გაიგეთ და მოგეწონათ თუ არა ?
პ.ს ვისაც ჭამა გიყვართ ფილმის ყურების დროს, გირჩევთ არ ჰქნათ მაგი ამბავი და ისე უყუროთ ამ ფილმს
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)