ქართულ და გერმანულ ეთიკაში ჩა-ღრმავება თემაა.
რა მოხდა ქალბატონი მერკელის ბოსტანში, ესე იგი.
ბუნდესტაგში (პარლამენტია რა) 709 დეპუტატია.
ასეთი უცნაური რიცხვი იმიტომაა, რომ ცოტა ჩახლართული (მაგრამ ლოგიკური და სამართლიანი) საარჩევნო სისტემა აქვთ.
ახლა, 709 ადამიანში, წარმოიდგინეთ, რამხენა წონა აქვს 1 დეპუტატს.
ხო და სულ ორზეა საუბარი, ამ შემთხვევაში.
ხო და არაეთიკური რა იყო, ესე იგი.
ამ ტიპის ფირმამ 250 ათასი გააკეთა მასკების ბიზნესზე.
ხო და, თუ გაინტერესებთ, როგორც ბატონი გამყრელიძე, ბატონი ედუარდის მინისტრი (აბა ბატონი მიშაც რომ მინისტრი იყო, კარგია?) და ნიჭიერი ბიზნესმენის მამა

იტყოდა:
"რამე კანონი დაირღვა?"საქმეც მაგაშია, სიმონ, რომ არა.
არანაირი კანონი არ დარღვეულა, 100% კანოინერია.
მაგრამ არაეთიკურია.
ხო და როგორ მოქმედებს, ესე იგი,
გერმანული მიზეზობრივი-კავშირ-ჯაჭვი:
პოლიტიკოსი - აკეთებს არაეთიკურ რამეს
ვიღაც ჟურნალიუგა - ასაჯაროვებს ფაქტს
საშუალო ბიურგერი რეაგირებს - თქვენ ხომ არ გძმარავთ ეჰ!?!
პოლიტიკოსი - ჩვენ ხომ სამართლებლივი სახელმწიფო ვართ, განა რამე კანოინ დაირღვა?
პარტია პოლიტიკოსს - შენ ხომ არ ძმარავს, სიმონ?!??
პოლიტიკოსი - გაჯმა პოლიტიკიდან
შევადაროთ
საქართველოს:
პოლიტიკოსი - აკეთებს არაეთიკულ რამეს
პოლიტიკოსი - აკეთებს კიდე რამეს, ძალიან ძალიან არაეთიკურს
პოლიტიკოსი - ისეთ რამეს აკეთებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი აღშფოთებულია
ვიღაც ჟურნალიუგა - ასაჯეროვებს ფაქტს, ვიძიო-აუძიო მასალებით და კაი მუსკის ფონით
საშუალო საქართველოს მოქალაქე - აუ ჩემი...ხომ არ ავღშფოთდე...
საშუალო საქართველოს მოქალაქე - არა ტო, მაშინ ნაცები დაბრუნდებიან
ხო და, ხედავთ, რაშია პრობლემა?
ნაცრებში.
უფრო სწორედ, ნაცების დაბრუნების შესაძლებლობაში.
ეს პარტია უნდა წაიშალოს ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგიდან.
ხო და ასეთი
წინადადება მაქვს, ბერინსტორმინგის პონტში:
მოვუწოდოთ ნაცების ამომრჩეველს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე (ანუ, 2024-ში) შემოხაზონ, სიტყვაზე, ან იაგო ან ელისაშვილი (დანარჩენი ოპო განაცდა და არ გამოგვადგება).
ქოც ამომრჩეველი მიხვდება, რომ ნაცები მართლა დამთავრდნენ, და 2028-ის არჩევნებზე აღარ შემოხაზავს სორაკაძინს.