რას მიაღწევენ?
ორივე თავისას აწვება
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
17.03.2021 / 16:13
https://www.interpressnews.ge/ka/article/64...ra-mimdinareobsევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართება.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ამ ტიპის შეხვედრაში პირველად მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა. ის საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან.
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრა „გადამწყვეტი არაა“
https://www.interpressnews.ge/ka/article/64...adamcqveti-araa17.03.2021 / 16:18
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიებს ლიდერების დღევანდელი შეხვედრა „გადამწყვეტი არაა“.
როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული.
“დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცი, დღეს, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. შეხვედრას ველოდებით“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიებს ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართება.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ამ ტიპის შეხვედრაში პირველად მონაწილეობენ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა. ის საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან.
აკაკი მინაშვილი - თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდნენ და ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ წავა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება
17.03.2021 / 16:17
https://www.interpressnews.ge/ka/article/64...eba-ar-shedgebaჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები - თუ ამ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ აგრესიულ რიტორიკას გაარძელებს, ეს ნიშანვს იმას, რომ ევროპისკენ კარს ხურავენ.
„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძალიან მტკიცე და მკაფიო პოზიცია, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაწყდეს, ეს არის გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს არის მთავარი საკითხები და თუ ჩვენ ამ საკითხებზე არ გვექნება შენხვედრი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებისგან და თუ ამ მოთხოვნებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება.
ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის უტიფარი განცხადებები ბრიუსელში და ასევე, აქ კობახიძის და თალაკვაძის განცხადებები. მათ განაცხადეს, რომ არც არჩევნები არ იქნება და არც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია არის და გავიმეორებ - თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ იქნებიან გათავისუფლებული და თუ არ იქნება ვადამდელი არჩევნები და ეს საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი, მაშინ შეთანხმება ვერ შედგება. თუ ეს აგრესიული რიტორიკა „ოცნებისგან“ გაგრძელდა, ეს ნიშანვს იმას, რომ ევროპისკენ კარს ხურავენ“ , - განაცხადა მინაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის ოფისში, მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით შეხვედრა მიმდინარეობს.