#57683809 · 23 Mar 2021, 19:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო
რა მაინტერესებს... თუ არის საქართველოში დაინტერესებულნი პირები (ფიზიკური ან კომპანიები), რომლებიც ყიდულობენ ვალებს?
ანუ, მივეცი ტიპს თანხა, დამიწერა ხელწერილი და გაქრა. ვურეკავ - კი გადაგიხდიო, ფაქტით კი არაფელია.
მოკლედ - იყო სასამართლო, სააღსრულებაშია საქმე, ქონება დაუყადაღეს და აუქციონზე გავიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის წილი (ასე რაღაც თანხა დავიბრუნე).
მაგრამ სრულად არა.
აღმასრულებელი კანონით გაჩერებულია (კოვიდის გამო ვერ მიდის სახლში რომ აღწერა-დაყადაღება მოახდინოს)
ამ მომენტისათვის ყადაღა ადევს და ძებნაშია - კუთვნილი ავტომანქანა (დაიარება ძმის მანქანით).
დიდი მადლობელი ვიქნები თუ დამაკვალიანებთ...
|