ერთ-ერთი საუკეთესო ევროვიზიის ჩაშლის შემდგომ ვეელით ევროვიზია 2021-ს ბევრი კარგი სიმღერით. შოუ 18, 20 და 22 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსის უკანასკნელი გამარჯვებული 2019 წელს ნიდიერლანდელი დუნკან ლოურენსია სიმღერით - Arcade.
წელს საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს (?) , რომელიც ჩემი აზრით, საქართველოს არ უნდა წარადგენდეს, ამაზ ვამბობ როგორც ამ კონკურსის 15 წლიანი სტაჟის მქონე მაყურებელი. მეტს ამ საკითხს არაფერს ვიტყვი, საკამრისი ითქვა და დაიწერა.
რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს. ჩემი აზრით, მთავარი ფავორიტი არის იტალიური როკ-ჯგუფი Måneskin , რომელიც იტალიურენოვანი სიმღერით Zitti e buoni წარსდგება. ახალგაზრდა ჯგუფი სანრემო 2021-ის გამარჯვებულია და ზეპოპულარულია იტალიაში.
კოეფიციენტების მიხედვით ფავორიტად შვეიცარია მიიჩნევა.
ფარული ფავორიტია ლიტვური ჯგუფი Rope , რომელიც შარშანდელი ევროვიზიის მთავარი ფავორიტი იყო ძალიან მაგარი სიმღერით. წელსაც არ წავლენ ნამდვილად ტურისტად და გამარჯვების შანსიც აქვთ.
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ფინური პოსტ ჰარდქორ ჯგუფი Blind Channel , რომელიც სიმღერით Dark Side წარსდგება.
არ ჰყავს ცუდი მონაწილე უკრაინასაც.
ისლანდიის წარმოამდგენელი Daði og Gagnamagnið , რომლის შარშანდელი სიმღერა Think About Things კონკურსამდე ემტივიზე გაჰიტდა და ფავორიტიც იყო. წელს ვნახოთ რას იზამენ ახალი სიმღერით, რომელიც ჯერ-ჯერობით შარშანდელის მსგავსი პოპულარობით არ იქცევს ყურადღებას.
გავიხსენოთ კლასიკებიც
ჩემი ტოპ 5
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «